მსოფლიოში დაახლოებით 2.2 მილიარდი ქრისტიანია და მათ სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული ან ცხონდება, ან ტანჯვა ელის. მათი უმრავლესობა, გამომდინარე იქიდან რომ ღმერთი გულმოწყალეა, იმედოვნებს რომ ღმერთი აცხონებს ბევრ ადამიანს.
ბიბლია გვასწავლის, რომ ადამიანთა მხოლოდ მცირედი ნაწილი ცხონდება:* ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას (მათე 7:14)
* ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. (ლუკა 13:23-24)
იესო ამბობს, რომ ხსნა მხოლოდ მასშია:* მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. (იოანე 14:6)
იესო ღვთის ძეა:* ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს. (I იოანე: 2:22-23)
* ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. (იოანე 3:16)
* ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ. (I იოანე 49)
იესომ დაგვიხსნა ცოდვებისგან:* რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან, არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,(1-ლი პეტრეს 1:18-19)
* კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. (ებრაელთა 9:12)
* ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, (რომაელთა 3:25).
* და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით (გამოცხადება 1:5)
ახალი აღთქმა ამბობს რომ იესო ღმერთია:* დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. (იოანეს 1:1)
* მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანეს 20:28)
* უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით. (I ტიმოთეს 3:16)
* მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი. (გამოცხ. 1:8)
იესოს მცნებების ასრულება ადამიანს ცოდვებს მიუტევებს და აცხონებს:* მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. (საქმენი 10:43)
* ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. (იოანეს 6:37)
ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება:* ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა (ებრაელთა 9:27)
მხოლოდ 2,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ინდოეთსა და ჩინეთში და მათ არ იციან იესოს შესახებ.
ათეულობით მილიონი არაბი და სხვა მუსლიმები არ აღიარებენ იესოს ღვთის ძედ.
ასევე უარყოფენ იესოს ჯვარცმას და აღდგომას, მის მიერ ჩვენი ცოდვების ტვირთვას საკუთარ თავზე.
რელიგიები - ბუდიზმი, ინდუიზმი, ჯაინიზმი, სიქიზმი და ა.შ. - აღიარებენ რეინკარნაციას, ანუ ბევრჯერ დაბადებას.
რას ფიქრობთ?

არის თუ არა ცხონება მხოლოდ მცირეოდენი ნაწილის პრეროგატივა? (ალბათ მსოფლიო მოსახლეობის 1-2%-ის?) ხოლო უმრავლესობას სამუდამო სატანჯველი ელის?