#20729441 · 18 Jul 2010, 12:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
....რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "ონკომარკერ"-ების სახელით ცნობილი ცილოვანი ნვთიერებები წარმოადგენენ სინსივნური უჯრედების მეტაბოლიზმის (ნარჩენ) ცილოვან მაკრომოლეკულებს.....
....მაინტერესებს - ონკომარკერების ზომაზე მეტი რაოდენობის არსებობა სიმსივნის არსებობის რა სტადიაზე შეიძლება მეტყველებდეს ან რა ალბათობით შეიძლება დავასკვნათ რომ სახეზე გვაქვს ესა თუ ის სიმსივნე?!
... ეს რაოდენობრივი "ზომა" სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებისთვის სხვადასხვაა თუ არსებობს რაღაც საშუალო მაჩვენებელი?!?(ნუ გასაგებია, რომ სხვადასხვა ტიპის სიმსივნურ პროცესებს ხასიათებთდებიან სპეციფიური ონკომარკერებით.
...ონკომარკერების არსებობა შეიძლება თუ არა მეტყველებდეს იმაზე, რომ ჯერ არ გვაქვს სიმსივნური წარმონაქმნის კლინიკური სურათი და ეს ჯერ არის ტენდენცია ამ წარმონაქმნის ფორმირების და ლოკალიზაციის...
პოსტოპერაციულ პერიოდში 1 წლის მერე ონკომარკერების მომატების შემთხვევაში, ქიმიოთერაპია ერთადერთი გამოსავალია?!
რამდენად მიზანშეწონილია და ეფექტური, ქიმიოთერაპიასთან ერთად კომპლექსში ჩაირთოს იმუნომოდულაციური მკურნალობა?! ................................
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|