#21736143 · 24 Sep 2010, 00:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კომპაქტური ტესტი დაეხმარება მშობლებს იმის გარკვევაში, მოიხმარენ თუ არა მათი შვილები ნარკოტიკებს
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამუშავეს ერთჯერადი ტესტი, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს, 5 წუთში გაარკვიონ, იღებენ თუ არა მათი შვილები მსუბუქ ნარკოტიკებს. პორტატული მოწყობილობა, რომელიც გავს ტესტს ორსულობის განსაზღვრისათვის, სავარაუდოდ გამოჩნდება გაყიდვაში უახლოეს ორ წელიწადში და მისი ფასი არ აღემატება 1,5 ფუნტ სტერლინგს, წერს "The Daily Mail". გადამცემი Vantix თავდაპირველად შეიქმნა იმისათვის, რომ გაეადვილებინა პოლიციის მუშაობა გზებზე მძღოლების ტესტირების მხრივ. მოწყობილობა წარმოადგენს 5მმ ზომის ჩიპს, რომელიც დამაგრებულია პლასტიკურ ფურცელზე. ჩიპის ზედაპირზე მოთავსებულია ანტისხეულები, რომლებიც რეაგირებენ კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებაზე - როგორიცაა მარიხუანას შემცველობაში არსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ). როდესაც ანტისხეულები შედიან კონტაქტში მსგავს ნივთიერებასთან, მიკროსქემა იჭერს სუსტ ელექტრულ სიგნალს და მოწყობილობაზე აინთება გაფრთხილება. იმისათვის, რომ მშობელმა გაიგოს სიმართლე, საჭიროა მხოლოდ ბავშვის ნერწყვის ნიმუში. ამასთან აღარ იქნება საჭირო ტესტის შედეგისათვის ლაბორატორიაში წასვლა და ახსნა-განმარტებები.
--------------------
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)
|