სრული სახელწოდება: საფეხბურთო კლუბი ქუინზ პარკ რეინჯერსი
მეტსახელები: სუპერ-რგოლები, რგოლები, რ-ები. ასევე - რეინჯერსი, ქ.პ.რ. და სხვ.
დაარსების თარიღი: 1882 წელი.
სტადიონი: ლოფტუს როუდი (ტევადობა - 19 000)
მფლობელი: შ.პ.ს. ”ქ.პ.რ. ჰოლდინგსი”
მენეჯერი: ნილ უორნოკი
ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.qpr.co.uk/
_______________________________________________________________________________________________________________________________________
ქვის ხანაქუინზ პარკ რეინჯერსი 1882 წელს დაარსდა, როდესაც გუნდი, რომელსაც ადრე ”წმინდანი იუდა” ეწოდებოდა, შეერწყა ”ქრისჩარჩ რეინჯერსს”. შედეგად, ინგლისმა მიიღო ახალი საფეხბურთო კლუბი, რომლის თემაშიც ახლა თქვენ იმყოფებით. სახელი ”ქუინზ პარკ რეინჯერსი” გუნდს იმ მიზეზის გამო ეწოდა, რომ მისი წევრების უმეტესობა ქუინზ პარკელი იყო (ჩრდილო-დასავლეთი ლონდონი).
ამასობაში დადგა 1889 წელიც და, სად იყო და სად არა, ქუინზ პარკ რეინჯერსი პროფესიონალური გუნდი გახდა. მიუხედავად ამისა, კლუბს ერთი სტადიონიც არ ეღირსა 1917 წლამდე, როდესაც ისინი ”ლოფტუს როუდზე” გადავიდნენ, რაც მათი ამჟამინდელი მოედანიცაა. მანამდე, მთელი 28 წლის განმავლობაში ქუინზ პარკელები საშინაო მატჩებს არც მეტ, არც ნაკლებ - 20 სხვადასხვა მოედანზე მართავდნენ (ეს ლიგის რეკორდია, სხვათაშორის. ისე, ეს სტადიონები პატარა არ გეგონოთ, მაგალითისთვის, ერთ-ერთის ტევადობა 40 000 იყო, ”ეირსამ პარკზე” კი 60 000 მაყურებელი ეტეოდა.) კლუბი 1-2 სეზონი ”უაით სითის” მოედანზეც გამოდიოდა, კომერციული მიზნების გამო - ხელმძღვანელობას უფრო მეტი მაყურებლის მოზიდვა სურდა, რაც ”ლოფტუს როუდზე” არ ხერხდებოდა.
ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდა რეინჯერსს, რათა სამხრეთის მე-2 დივიზიონში გადასვლა მოეხერხებინა, თან ეს გამარჯვებულის სტატუსით მოხდა, როდესაც ქ.პ.რ.-ს მენეჯერი დეივ მენგნოლი იყო. აღთქმულ მიწაზე (მე-2 დივიზიონს ვგულისხმობ) კლუბმა მხოლოდ 4 სეზონი გაძლო და 1952 წელს კვლავ დაუბრუნდა მე-3 დივიზიონს. ეს ის დროა, როცა კლუბმა ტონი ინგემი იყიდა ლიდს იუნაითედისგან; ამ ფეხბურთელმა ქ.პ.რ.-ს შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა - 519.
წლები კი მიფრინავდნენ... 1959-60 წლების სეზონში ქუინზ პარკ რეინჯერსში მოვიდა ალექ სტოქი, რომელიც კლუბის ყველა დროის საუკეთესო მენეჯერადაა აღიარებული. ამ სეზონში რეინჯერსმა მოიპოვა ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება თავის ისტორიაში - 9-2 (მოწინააღმდეგე - თრენმერ როვერსი), მე-3 დივიზიონის მატჩში. ამ პერიოდში სტოქმა, კლუბის გენერალურ მდივანთან, ჯიმ გრეგორისთან ერთან ქ.პ.რ. მთლიანად შეცვალა, გარდაქმნა კლუბის სტრუქტურა, სავარჯიშო მოედნები, სტადიონსაც შეავლებდა ალბათ ხელს... მოკლედ, ნამდვილმა Wind Of Change - მა დაუბერა ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში.
_______________ალექ სტოქი
ლიგის თასი და აღთქმულ მიწაზე დაბრუნება1966-67 წლების სეზონში რეინჯერსმა მე-3 დივიზიონი მოიგო და, ამავდროულად, გახდა პირველი გუნდი აღნიშნული დივიზიონიდან, რომელმაც ლიგის თასის (დღევანდელი კარლინგის თასი) მოპოვება შეძლო. ეს 1967 წლის 4 მარტს მოხდა, როდესაც ფინალურ დაპირისპირებაში (პირველი ფინალი უემბლის სტადიონზე) ქ.პ.რ.-მ ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან 2 ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა - 3-2. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ 40 წელიწადზე მეტი გავიდა და კლუბს ამაზე უკეთესი არაფერი მოუგია. იმ ოქროს სეზონში კლუბის მთავარი ვარსკვლავი როდნი მარში იყო, რომელმაც 44 გოლი გაიტანა. ასევე, გამოირჩეოდნენ ლეს ალენი, როჯერ მორგანი და კაპიტანი - მაიკ კინი. ამ ბიჭებმა მომდევნო წელიწადს მე-2 დივიზიონიდან 1-ლ დივიზიონში გადასვლაც კი მოახერხეს, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა, თუმცა, იმავე წელს მე-2 დივიზიონში ჩამოქვეითდნენ.
ჩვენ კვლავ დავბრუნდით!მე-2 დივიზიონში დაბრუნების შემდეგ ქ.პ.რ.-მ იქ 4 წელიწადი გაატარა. ამ პერიოდში კლუბში ტოტენჰემ ჰოთსპურიდან გადმოვიდა ტერი ვენიბლზი, როდნი მარში კი მანჩესტერ სიტის მიჰყიდეს. რეინჯერსის იმდროინდელმა მწვრთნელმა, გორდონ იეგომ შესანიშნავი კოლექტივი ჩამოაყალიბა, გუნდში დაიმატა რა მეკარე ფილ პარკისი, თავდამსხმელი დონ გივენსი, ფლანგზე მოთამაშე დეივ თომასი და მარშის შემცვლელი - საოცრად ტექნიკური სტენლი ბოულსი. ახალმა შენაძენებმა, ადგილობრივ ფეხბურთელებთან - დეივ კლიმენტთან, იან ჯილარდთან, მიკ ლიჩთან და კაპიტან ჯერი ფრანსისთან ერთად 1972-73 წლების სეზონში მე-2 დივიზიონში მე-2 ადგილი დაიკავეს და კვლავ დაუბრუნდნენ ინგლისის საფეხბურთო ელიტას.
სექსტონის ეპოქა და კიდევ ერთი ფაქტი რაფა ბენიტესისთვისიეგო 1974 წელს გუნდიდან წავიდა და მისი ადგილი ჩელსის ყოფილმა მენეჯერმა, დეივ სექსტონმა დაიკავა. ამ უკანასკნელმა კლუბში მოიყვანა გამოცდილი ფეხბურთელები - ჯონ ჰოლინსი, დონ მესონი, ფრენკ მაკლინტოკი და დევიდ უები. მომდევნო სეზონში სექსტონმა ბრწყინვალედ ათამაშა გუნდი, რაც შედეგშიც აისახა - 1975-76 წლების სეზონში ქუინზ პარკ რეინჯერსმა, პირველად თავის ისტორიაში, უმაღლეს დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა. დრამატული სეზონი იყო: ქ.პ.რ.-მ, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისის ნაკრების ხუთი წევრი თამაშობდა, თავისი 42 მატჩი ჩაატარა, ლიგის სათავეში მოექცა და მხოლოდ ლივერპულის ბოლო თამაშს ელოდა, რომელიც მერსისაიდული კლუბის უეფას თასის ფინალში მონაწილეობის გამო ათი დღით გადაიდო. ლივერპულის მოწინააღმდეგე ვულვერჰემპტონი იყო. მატჩში ”მგლებმა” გახსნეს ანგარიში, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ 77-ე წუთამდე გაეძლოთ და შემდეგ ლივერპულისგან, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, სამი გოლი გაეშვათ. ასე და ამგვარად, ლივერპული ჩემპიონი გახდა, ქ.პ.რ. კი მეორე ადგილს დასჯერდა.
მომდევნო სეზონში ქ.პ.რ.-მ ვერ შეძლო, შეენარჩუნებინა წინა სეზონის კარგი ფორმა, მაგრამ კლუბმა გარკვეულ წარმატებებს მაინც მიაღწია სათასო ტურნირებზე. კერძოდ, რეინჯერსი გავიდა ლიგის თასის ნახევარფინალში, მაგრამ წააგო ასტონ ვილასთან, განმეორებით მატჩში. გარდა ამისა, კლუბმა პირველად მიიღო მონაწილეობა უეფას თასზე, სადაც მეოთხედფინალს მიაღწია და პენალტების სერიაში ბერძნულ ”აეკ” -თან დამარცხდა. 1977 წელს კლუბის მენეჯერ, დეივ სექსტონი მანჩესტერ იუნაითედში გადავიდა, ხოლო მისი პოსტი ჯერ ფრენკ სიბლიმ, ხოლო შემდგომ სტივ ბართენშოუმ დაიკავეს. ამ ყველაფრის შემდეგ ორიოდე წელიწადში რეინჯერსი მე-2 დივიზიონში ჩამოქვეითდა.
ოდისევსის დაბრუნებამას შემდეგ, რაც გუნდის მენეჯერის პოსტზე 1979 წელს დანიშნულმა ტომი დოჩერტიმ მაინცდამაინც დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, 1980 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ ის ტერი ვენიბლზით ჩაანაცვლა. მომდევნო წელიწადს ”ლოფტუს როუდზე” ხელოვნური ბალახი დააგეს, რამაც დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა და 1988 წელს ლოფტუს როუდი ისევ ის ლოფტუს როუდი გახდა. მანამდე კი, 1981/92 წლების სეზონში ქ.პ.რ.-მ საფეხბურთო ასოციაციის თასის (The FA Cup) ფინალში გააღწია, სადაც, ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა თასის მფლობელ ტოტენჰემ ჰოთსპურთან (საერთო ანგარიშით 1-2). ჩემპიონატს რაც შეეხება, რეინჯერსი მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესო სამეულში იყო, მაგრამ ბოლო სტადიებზე ჩამოქვეითდა და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა, რაც, ბუნებრივია, უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
______________ტერი ვენიბლზი
მიუხედავად ამისა, ქუინზ პარკ რეინჯერსმა მომდევნო სეზონში კვლავ მოიგო მე-2 დივიზიონი და ისევ დაიკავა თავისი ადგილი ინგლისის ელიტარულ კლუბებს შორის. ამ დროს რეინჯერსის ღირსებას იცავდნენ საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ სტივ უიქსი, ტერი ფენვიქი, საიმონ სტეინროდი, ქლაივ ალენი და ჯონ გრეგორი (სხვათაშორის, ეს უკანასკნელი მოგვიანებით კლუბის მენეჯერიც გახდა). მომდევნო სეზონში რეინჯერსმა პირველ დივიზიონში საპატიო მე-5 ადგილი დაიკავა და ისევ კვლავ მოხვდა უეფას თასზე. ამ ყველაფრის შემდეგ ტერი ვენიბლზი გუნდიდან წავიდა და ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა ესპანეთში.
ძაააან ისეთი პერიოდი.......მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ვინ აღარ იყო რეინჯერსის მენეჯერი, ალან მალერით დაწყებული, ფრენკ სიბლით, ჯიმი სმითით, ტრევორ ფრანსისით გაგრძელებული და დონ ოუვით დამთავრებული. მალერის რაც შეეხება, მის დროს კლუბმა საოცრება ჩაიდინა - უეფას თასზე პარტიზანს 6-2 მოუგო პირველი თამაში და შემდეგ 0-4 წააგო გასვლა. ამ წლების განმავლობაში კლუბი სატურნირო ცხრილის შუაში ასრულებდა სეზონს (მაქსიმუმი - მე-5 ადგილი, 1987-88 წლების სეზონში). მიუხედავად ამისა, რეინჯერსი უეფას თასზე მაინც ვერ გავიდა, რადგან იმ პერიოდში ინგლისურ კლუბებზე ორგანიზაციის მხრიდან აკრძალვა ვრცელდებოდა (ჰეისელის სტადიონზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ). ამავე პერიოდში, 1986 წელს, რეინჯერსი ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც ოქსფორდ იუნაითედთან დამარცხდა.
ჯერი ფრენსისის ეპოქაჯერი ფრენსისი, რომელიც ჯერ კიდევ როგორც მოთამაშე, 70-იან წლებში იყო ქ.პ.რ.-ში მნიშვნელოვანი ფიგურა, 1991 წლის ზაფხულში უკვე კლუბის მენეჯერად დაინიშნა. 1991-92 წლების სეზონი კლუბმა პირველი დივიზიონის გათამაშების ცხრილის შუა საფეხურებზე დაასრულა და შემდგომ გახდა ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი, რომლებმაც 1992 წელს ”პრემიერ ლიგა” დააარსეს. გარი ფრენსისი კი თავის მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი ხელმძღვანელობით რეინჯერსმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ოლდ ტრაფორდის სტადიონზე დაამარცხა რა გათამაშების ლიდერი მანჩესტერ იუნაითედი, ანგარიშით 4-1. იმ შეხვედრაში დენის ბეილის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიქი დღემდე ერთადერთია ლიგაში, რომელიც იუნაითედის სტადიონზე შესრულდა. ქუინზ პარკ რეინჯერსმა ის სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, ხოლო მომდევნო - მე-9 საფეხურზე. 1994-95 წლების სეზონის შუაგულში ფრენსისმა პოსტი დატოვა და ტოტენჰემ ჰოთსპურის მენეჯერი გახდა. მისი ადგილი კი რეი უილკინსმა დაიკავა, რომელიც იმავდროულად აქტიური ფეხბურთელიც გახლდათ და პარალელურად ქ.პ.რ.-ს რიგებშიც გამოდიოდა. უილკინსის ხელში რეინჯერსმა მე-8 ადგილი დაიკავა და, ასევე, მიაღწია საფეხბურთო ასოციაციის თასის (The FA Cup) მეოთხედფინალს. ამ ყველაფერმა ქ.პ.რ.-ს გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ უილკინსი ფრენსისის მიერ მიღწეულ წარმატებას შეინარჩუნებდა. თუმცა, 1995 წელს რეინჯერსიდან ნიუკასლ იუნაითედში 6 მლნ. ფუნტად გაიყიდა კლუბის საუკეთესო გოლეადორი - ლეს ფერდინანდი.
ცხოვრება პრემიერ ლიგის დაარსების შემდეგუილკინსმა ვერ შეძლო ფერდინანდის ღირსეული შემცვლელის მონახვა, რაც ძირითადი მიზეზი გახდა იმისა, რომ 1995-96 წლების სეზონში ქ.პ.რ. პრემიერ ლიგიდან გავარდა. ამის შემდეგ, კლუბი 2001 წლამდე პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც მისი მენეჯერის პოსტი სხვადასხვა დროს ეკავათ სტიუართ ჰოუსტონსა და რეი ჰერფორდს. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს კლუბში დაბრუნდა ჯერი ფრენსისი, მაგრამ მისმა მოსვლამ ვერაფერი სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, საშინლად ჩატარებული 2000-01 წლების სეზონის შემდეგ რეინჯერსი, პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, ინგლისის რანგით მესამე ლიგაში ჩამოქვეითდა. ამას ვერც მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა და მენეჯერად დანიშნულმა იან ჰოლოუეიმ უშველა რამე. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ წლებში ის იყო, რომ კლუბის რიგებში გამოჩნდა ინგლისის ნაკრების მომავალი წევრი - პიტერ კრაუჩი.
ჰოლოუეიმ მაინც მოახერხა ბრძოლისუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბება და მესამე ცდაზე კლუბი კვლავ I დივიზიონში დააბრუნა, მაგრამ პრემიერ ლიგამდე ჯერ კიდევ შორი იყო. 2006 წლის თებერვალში ჰოლოუეი ლისტერ სიტის მენეჯერი გახდა, მისი ადგილი კი კვლავ კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, მაგრამ ამჯერად ჯერი უოდოკმა დაიკავა. რთული გამოდგა ამ უკანასკნელისთვის 2005-06 წლების სეზონი - მოედანზე შექმნილ პრობლემებს ემატებოდა ფინანსური პრობლემებიც, მაგრამ კლუბმა მაინც დააღწია თავი შექმნილ სიტუაციას.
რეინჯერსი გავარდნას გადაურჩა (whew) უოდოკმა, 2006-07 სეზონის დაწყების წინ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი იყიდა, მათ შორის იამაიკელი ცენტრალური მცველი - დემიონ სტიუარტი ბრედფორდ სიტიდან, კამერუნელი ნახევარმცველი - ერმელ ჩაქუნთე ქარშელტონ ატლეტიკიდან, ზეშ რიმანი ფულემიდან, ნიქ უარდი პერს გლორიდან (სხვათაშორის, უარდი მომდევნო სეზონში კლუბის ბომბარდირი გახდა) და დექსტერ ბლექსტოკი საუთჰემპთონიდან 500 000 მლნ. ფუნტად. მიუხედავად სატრანსფერო აქტივობებისა, რეინჯერსმა სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად ჩაატარა. კლუბი სათასო ასპარეზობებს გამოეთიშა პირველი ლიგის გუნდ პორტ ვალესთან და ლუთონ თაუნთან დამარცხების შედეგად და არც ჩემპიონშიფის გათამაშებაში მიდიოდა საქმეები კარგად. შედეგად, ჯერი უოდოკი რეზერვების (”პირველი გუნდის”) მენეჯერად ჩამოქვეითეს, მოგვიანებით კი მან კლუბი საერთოდ დატოვა.
ქუინზ პარკ რეინჯერსის ხელმძღვანელობამ კლუბის ახალ მენეჯერად კვლავ მისი ყოფილი წევრი დანიშნა - ჯონ გრეგორი. ამ უკანასკნელმა გუნდიდან გაუშვა მთელი რიგი ფეხბურთელები: იან ივეთი, სკოტ დონელი, უგო უქა, მეთიუ როუზი, მეთიუ ჰისლოფი, ჯონათან მანდი და ეგუთუ ოლისე. ასევე, არენდის წესით სხვა კლუბებში გადავიდნენ კევინ გალენი და შონ თომასი. ამის პარალელურად, გრეგორიმ გუნდში მოიყვანა ფინელი მცველი სემპსა ტიმოსკა, ხოლო დერბი ქაუნთიდან გადმოიბირა ადამ ბოლდერი და, ასევე, არენდის წესით - ლიი კემპი. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კლუბი ჩემპიონშიფის გათამაშების ცხრილის შუაში მოექცა. გამარჯვებებს შორის იყო ლიგის ლიდერის, კარდიფ სითისთან გამართული მატჩი, რომელიც რეინჯერსის სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 1-0. მიუხედავად ასეთი სტარტისა, რეინჯერსი საბოლოოდ გავარდნის რეალური კანდიდატი გახდა. თუმცა, სეზონის ბოლო კლუბისთვის წარმატებული გამოდგა და გამარჯვებების სერიის შემდეგ, რომელიც კარდიფ სიტის ხელმეორედ დამარცხებასაც მოიცავდა, კლუბმა ჩემპიონშიფში ადგილი შეინარჩუნა (მე-18 ადგილით).
2007-08 წლების სეზონი2007 წელი რეინჯერსისთვის ტრაგიკულად დაიწყო - ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა გუნდის 19 წლის ფეხბურთელი - რეი ჯონსი. ამავე დროს, კლუბის წინაშე სერიოზული ფინანსური პრობლემები იდგა. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ქუინზ პარკ რეინჯერსი ფორმულა ერთის ბიზნესმენებმა, ფლავიო ბრიატორემ და ბერნი ექლისთოუნმა შეიძინეს (1 მილიონ ფუნტად, იმ პირობით რომ კლუბის 13 მილიონიან ვალსაც დაფარავდნენ). აღნიშნულ სეზონში რეინჯერსი კვლავ ჩემპიონშიფში თამაშობდა, ახალი მენეჯერის - ლუიჯი დი კანიოს ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელის ხელში რეინჯერსის ფორმა საგრძნობლად გაუმჯობესდა - კლუბმა მე-14 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა და FA თასის გათამაშებაში მესამე რაუნდს მიაღწია, სადაც თავის მეზობელ ჩელსისთან დამარცხდა მცირე სხვაობით. ამის შემდეგ რეინჯერსში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდო და კლუბმაც ფინანსურ სტაბილურობას მიაღწია. ამ ყველაფერმა ქ.პ.რ.-ს ხელმძღვანელობას საშუალება მისცა, მიზნად უახლოეს 4 წელიწადში პრემიერ ლიგაში მოხვედრა დაესახა. 2008 წლის მაისში ლუიჯი დი კანიომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაკავებული პოსტი დატოვა.
2008-09 წლების სეზონიდი კანიოს წასვლიდან ექვსი დღის შემდეგ ცნობილი გახდა ახალი მენეჯერის ვინაობაც. ეს გახლდათ იან დოვი, რომელსაც ასისტენტობას ტიმ ფლაუერსი უწევდა. რამდენიმე თვეში, 24 ოქტომბერს, სულ რაღაც 15 მატჩის შემდეგ დოვიმაც დი კანიოს ბედი გაიზიარა. უკვე 19 ნოემბერს გამოცხადდა გუნდის ახალი მენეჯერი - პორტუგალიელი პაულო სოუზა. მანამდე კი, 24 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე შუალედში, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს გუნდის კაპიტანი, გარეს ეინსვორსი ასრულებდა.
2009-10 წლების სეზონიეს ის სეზონია, როცა კლუბს რეალურად გაუჩნდა პრემიერ ლიგაში გადასვლის ამბიციები. პაულო სოუზამ მენეჯერის პოსტი დატოვა და მისი ადგილი ჯიმ მეგილტონმა დაიკავა. მოგვიანებით, იმავე სეზონში, იგივე თანამდებობა პოლ ჰარტსა და მიკ ჰერფორდსაც ეჭირათ, მაგრამ არც მათ ეწერათ დიდხანს რეინჯერსის მთავარი მწვრთნელობა. 2010 წლის მარტში კლუბში მისი ახლანდელი მენეჯერი, ნილ უორნოკი მოვიდა. ის სეზონი ოთხი თავკაცის ხელში გამოვლილმა ქ.პ.რ.-მ მე-13 ადგილზე დაასრულა.
* * *
ფეხბურთელები პედი კენი
პოზიცია: მეკარე
ნომერი: 1
ეროვნება: ირლანდიელი
სიმაღლე: 1.84 მ.
დაბადების თარიღი: 1978 წლის 17 მაისი
წინა კლუბები: ბრედფორდ პარკ ავენიუ, ბარი, ჰისბი თაუნი (არენდა), შეფილდ იუნაითედი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 7
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
ბრედლი ორი
პოზიცია: მარჯვენა მცველი
ნომერი: 2
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.83 მ.
დაბადების თარიღი: 1982 წლის 1 ნოემბერი.
წინა კლუბები: ნიუკასლ იუნაითედი, ბარნლი (არენდა), ბრისტოლ სიტი.
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 3
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 1
კლინტ ჰილი
პოზიცია: მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი
ნომერი: 3
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.83 მ.
დაბადების თარიღი: 1978 წლის 19 ოქტომბერი
წინა კლუბები: თრემნერ როვერსი, ოლდჰემ ატლეტიკი, სტოუკ სიტი, კრისტალ პალასი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 0
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
შონ დერი
პოზიცია: ნახევარმცველი
ნომერი: 4
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.80 მ.
დაბადების თარიღი: 1977 წლის 6 დეკემბერი
წინა კლუბები: ნოთს ქაუნთი, შეფილდ იუნაითედი, პორთსმუთი, კრისტალ პალასი, ნოტინგემ ფორესტი (არენდა), ლიდს იუნაითედი, კრისტალ პალასი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 0
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
ფიც ჰოლი
პოზიცია: ცენტრალური მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი
ნომერი: 5
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.93 მ.
დაბადების თარიღი: 1980 წლის 20 დეკემბერი
წინა კლუბები: ბარნეტი, ჩიშემ იუნაითედი, ოლდჰემ ატლეტიკი, საუთჰემპთონი, კრისტალ პალასი, უიგან ატლეტიკი, ამჟამად - ნიუკასლ იუნაითედი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 52
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 2
მიკელ ლიჯერთვუდი
პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი
ნომერი: 6
ეროვნება: ანტიგუა და ბარბუდელი
სიმაღლე: 1.88 მ.
დაბადების თარიღი: 1982 წლის 12 ნოემბერი
წინა კლუბები: უიმბლდონი, ლეიტონ ორიენტი (არენდა), კრისტალ პალასი, შეფილდ იუნაითედი.
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 122
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 12
ადელ ტაარაბტი
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ნომერი: 7
ეროვნება: მაროკოელი
სიმაღლე: 1.80 მ.
დაბადების თარიღი: 1989 წლის 24 მაისი
წინა კლუბები: ლენსი, ტოტენჰემ ჰოთსპური.
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 48
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 8
ლეონ კლერკი
პოზიცია: ფორვარდი
ნომერი: 8
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.88 მ.
დაბადების თარიღი: 1985 წლის 10 თებერვალი
წინა კლუბები: ვულვერჰემპთონ უანდერერსი, კიდერმინისტრ ჰარიერსი (არენდა), ქუინზ პარკ რეინჯერსი (არენდა), პლიმუს ერგაილი (არენდა), შეფილდ უენსდი, ოლდჰემ ატლეტიკი (არენდა), საუთენდ იუნაითედი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 0
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
ეიდერ ჰელგიუსონი
პოზიცია: ფორვარდი
ნომერი: 9
ეროვნება: ისლანდიელი
სიმაღლე: 1.78 მ.
დაბადების თარიღი: 1977 წლის 22 აგვისტო
წინა კლუბები: დარვიკი, პროტური, ლილესტორმი, უოტფორდი, ფულემი, ბოლტონ უანდერერსი, ქუინზ პარკ რეინჯერსი (არენდი, მუდმივი კონტრაქტი), უოტფორდი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 31
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 10
ეკოს ბასზეკი
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
ნომერი: 10
ეროვნება: უნგრელი
სიმაღლე: 1.80 მ.
დაბადების თარიღი: 1982 წლის 7 მაისი
წინა კლუბები: მტკ უნგრეთი, პორტო, აკადემიკა (არენდა), პლიმუს ერგაილი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 77
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 21
ალეჰანდრო ფორლინი
პოზიცია: ნახევარმცველი
ნომერი: 11
ეროვნება: არგენტინელი
სიმაღლე: 1.85 მ.
დაბადების თარიღი: 1986 წლის 9 აგვისტო
წინა კლუბები: როსარიო სენტრალი, ატლეტიკო დე რაფაელა, ინსტიტუტიო
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 41
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 1
ჯეიმი მეიკი
პოზიცია: ფორვარდი
ნომერი: 12
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.80 მ.
დაბადების თარიღი: 1985 წლის 28 სექტემბერი
წინა კლუბები: უიმბლდონი, მილტონ კეინს დონსი, იქსეთერ სითი, სათონ იუნაითედი (არენდა), პლიმუს არგაილი.
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 7
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 8
კასპერს გორკსი
პოზიცია: მცველი
ნომერი: 13
ეროვნება: ლატვიელი
სიმაღლე: 1.91 მ.
დაბადების თარიღი: 1981 წლის 6 ნოემბერი
წინა კლუბები: აუდა რიგა, იოსტერი, ასირისკა ფიორენინგენი, ვენტსპილსი, ბლექპული.
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 81
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 3
მარტინ როულენდსი
პოზიცია: ნახევარმცველი
ნომერი: 14
ეროვნება: ირლანდიელი
სიმაღლე: 1.75 მ.
დაბადების თარიღი: 1979 წლის 8 თებერვალი
წინა კლუბები: ფერნბორო თაუნი, ბრენთფორდი.
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 194
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 33
* * *
მეთიუ კონოლი
პოზიცია: ცენტრალური მცველი
ნომერი: 16
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.86 მ.
დაბადების თარიღი: 1987 წლის 24 სექტემბერი
წინა კლუბები: არსენალი, ბორნმუთი (არენდა), კოლჩესთერ იუნაითედი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 74
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 2
ლიი ქუკი
პოზიცია: ნახევარმცველი
ნომერი: 17
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.75 მ.
დაბადების თარიღი: 1982 წლის 3 აგვისტო
წინა კლუბები: ეილისბარი იუნაითედი, უოტფორდი, იორკ სითი (არენდა), ქუინზ პარკ რეინჯერსი (არენდა), ფულემი, ჩარლტონ ატლეტიკი (არენდა), ქუინზ პარკ რეინჯერსი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 182
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 12
პატრიკ ეგიმენგი
პოზიცია: ფორვარდი
ნომერი: 19
ეროვნება: განელი
სიმაღლე: 1.85 მ.
დაბადების თარიღი: 1980 წლის 29 სექტემბერი
წინა კლუბები: უიმბლდონი, ბრენთფორდი (არენდა), ჯილინგემი, პრესტონ ნორს ენდი, ქუინზ პარკ რეინჯერსი, ბრისტოლ სითი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 54
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 14
რობ ჰალსი
პოზიცია: ფორვარდი
ნომერი: 20
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.87 მ.
დაბადების თარიღი: 1979 წლის 25 ოქტომბერი
წინა კლუბები: ქრიუ ალექსანდრა, ჰაიდ იუნაითედი (არენდა), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ლიდს იუნაითედი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი), შეფილდ იუნაითედი, დერბი ქაუნთი.
[B]მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 0
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
პიტერ რემეჯი
პოზიცია: მარჯვენა მცველი
ნომერი: 22
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.85 მ.
დაბადების თარიღი: 1983 წლის 22 ნოემბერი
წინა კლუბები: ნიუკასლ იუნაითედი
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 64
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 2
რადეკ ჩერნი
პოზიცია: მეკარე
ნომერი: 24
ეროვნება: ჩეხი
სიმაღლე: 1.91 მ.
დაბადების თარიღი: 1974 წლის 18 თებერვალი
წინა კლუბები: სლავია პრაღა, ტოტენჰემ ჰოთსპური (არენდა, 3 სეზონი).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 71
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
ჰოგენ ეფრემი
პოზიცია: ვინგერი, ფორვარდი
ნომერი: 25
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.75 მ.
დაბადების თარიღი: 1988 წლის 31 მარტი
წინა კლუბები: ვესტ ჰემ იუნაითედი, კოლჩესტერ იუნაითედი (არენდა), ქუინზ პარკ რეინჯერსი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი), ლიდს იუნაითედი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 83
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 5
გარი ბოროუდეილი
პოზიცია: მცველი
ნომერი: 26
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.83 მ.
დაბადების თარიღი: 1985 წლის 16 ივლისი
წინა კლუბები: კრისტალ პალასი, ქოვენთრი სითი, კოლჩესთერ იუნაითედი (არენდა), ქუინზ პარკ რეინჯერსი (არენდა, მუდმივი კონტრაქტი), ბრაითონ & ოუვ ალბიონი (არენდა), ჩარლტონ ატლეტიკი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 21
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
ჯო ოსთლერი
პოზიცია: მცველი
ნომერი: 28
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.78 მ.
დაბადების თარიღი: 1990 წლის 3 ივლისი
წინა კლუბები: ბონიორ რეიჯის თაუნი, ქუინზ პარკ რეინჯერსი (მუდმივი კონტრაქტი), სელისბარი სითი (არენდა).
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 1
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
რომოუნ როუზი
პოზიცია: ვინგერი
ნომერი: 30
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 1.78 მ.
დაბადების თარიღი: 1990 წლის 19 იანვარი
წინა კლუბები: ქუინზ პარკ რეინჯერსიდან არენდით - უიმბლდონი, ჰისთონი, ნორთჰემფთონი, ჩელთენემ თაუნი.
მატჩების რაოდენობა ქ.პ.რ.-ში: 4
გატანილი გოლები ქ.პ.რ.-ში: 0
* * *
ლოფტუს როუდი
* * *
- ყველაზე დიდი დასწრება - 25 353, ლიდს იუნაითედის წინააღმდეგ (1974 წ.)
- ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება - 9-2, თრენმერ როვერსის წინააღმდეგ (1960 წ.)
- ყველა მეტი მატჩი ქ.პ.რ.-ს რიგებში - ტონი ინგემი, 519.
- ყველაზე მეტი გოლი ქ.პ.რ.-ს რიგებში - ჯორჯ გოდარდი, 186.
- ყველაზე დიდი ასაკის მქონე ფეხბურთელი - რეი უილკინსი, 39 წლისა და 352 დღის (1996 წ.)
- ყველაზე პატარა ფეხბურთელი - ფრენკ სიბლი, 15 წლისა და 275 დღის.
- ყველაზე მეტი გოლი სეზონში, ლიგაში - ჯორჯ გოდარდი, 37, 1929-30 წ.წ.
- ყველაზე მეტი გოლი სეზონში - როდნი მარში, 44, 1966-67 წ.წ.
- ყველაზე დიდი თანხა, შემოსული ფეხბურთელის გაყიდვით - 6 მლნ. ფუნტი, ლეს ფერდინანდი - ნიუკასლ იუნაითედში.
- ყველაზე დიდი თანხა, გადახდილი ფეხბურთელის საყიდლად - 3. 500 000 მლნ. ფუნტი, ალეჰანდრო ფორლინი - ინსტიტუტო დე კორდობადან.
* * *

პირველი ნაწილი:
Queens Park Rangers/ქუინზ პარკ რეინჯერსიP.S. ამ კლუბში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბუ