დავიღალე უკვე ამ ფორუმზე იმის წერით, რომ სააკამ სინგაპურის სახით ნაღდად ცუდი მისაბაძი მაგალითი აირჩია (ჩვენთვის ცუდი თვარა, მისთვის რა უჭირს

)
ქვეყანას 50 წელია მართავს სისხლიანი დიქტატორი ლი კუანი...
ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები და პიროვნებების მიმართ ჩადენილი სისასტიკეებით ამ კუანის რეჟიმი თავად კიმ ჩენ ირსა და ჩრდ. კორეასაც კი გაეჯიბრება !
პრესის თავისუფლების მაჩვენებლებით სინგაპური მუდამ ასეულს მიღმა იყო...
იქ მასობრივად გამოიყენება სიკვდილით დასჯა (მათ შორის არა-ძალადობრივ ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებებზე) და საერთოდ ისეთი სისხლის სამართლის კანონმდებლობა და სასამართლო აქვთ რომ არა თუ მკაცრი არამედ სასტიკი და არაადამიანურიც კი თამამად შეიძლება რომ ვუწოდოთ !
სინგაპური ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს სხეულებრივი დასჯის ველური პრაქტიკა (ჯოხებით ცემა- გაროზგვა)...
მარა ჯვარს ეცვი თუ გინდა, საქართველოს სინგაპურიზაცია და მიშას კუანიზაცია გამალებით მიმდინარეობს და კაცი პატრონი არ არის, რომ პრეზიდენტს შესძახოს - ოეეეეე, მიშა, შენ ხო არ აკაჩავებ, სინგაპური არა კვახი, თუ მანდამაინც ეკონომიურ სასწაულებზე გინდა საუბარი აგერ ცივილიზირებულ ირლანდიაზე ისაუბრე და მას მიბაძე !
პ.ს. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, სინგაპურში ლეგიტიმიზირებულია ისეთი ველური პრაქტიკა როგორიცაა ადამიანთა პრევენციული დაპატიმრება, მაგალითად კაცს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ ვიღაც ჩინოვნიკი მიიჩნევს რომ ამას კოჭებში ეტყობა, რომ მომავალში ჩაიდენს ამფერსო და მხოლოდ ამ საბაბით შესაძლებელია პიროვნების დატუსაღება 2 წლამდე ვადით....
ხოდა, ანცებო, ეს გინდათ, ეს და მსგავსები გაქვთ მისაბაძ მაგალიად არ გადამრიოთ, ტო ?!
This post has been edited by chombe on 26 Sep 2010, 19:16