ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა 60 წლის ბორის ბერძენოვის ცხედარი ამოიყვანეს
14:32 24-10-2010
ფონიჭალაში მდებარე უსინათლოთა დასახლების ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა 60 წლის ბორის ბერძენოვის ცხედარი ამოიყვანეს .
სამაშველო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი.
ნგრევა დღეს, დაახლოებით 12.30 საათზე მოხდა. ნგრევის შედეგად დაშავებული 18 წლის უსინათლო ლალი ქისიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ობიექტზე უსინათლოთა 12 ოჯახი ცხოვრობს. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი გიგი უგულავა იმყოფება. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების ბრიგადები.
http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...amoiyvanes.htmlhttp://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ba-mdzimea.htmlhttp://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-gamoiyofa.html