ცხოველთა დაცვა, გადარჩენა და მათი უფლებები - I ნაწილი
ცხოველთა დაცვა, გადარჩენა და მათი უფლებებიცხოველთა დაცვა, გადარჩენა და მათი უფლებები - II ნაწილი
ცხოველთა დაცვა, გადარჩენა და მათი უფლებები - II ნაწილისაქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება
http://www.gspsa.org.ge/info@gspsa.org.ge
* * *
ცხოველთა დაცვა, გადარჩენა და მათი უფლებები
ვფიქრობ, რომ თემა მნიშვნელოვანია.
მე წარმოვადგენ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას" - GSPSA.
ვიმსჯელოთ ამ თემაში ცხოველთა დაცვის საკითხებზე. საქართველოს და საერთაშორისო კანონებზე, ცხოველებზე, რომლებიც შველას ითხოვენ და სჭირდებათ ჩვენი დახმარება.
განვიხილოთ საქართველოში ცხოველთა უფლებების შელახვის ფაქტები. ამ თემაში ძალიან ბევრი საკითხი წამოიჭრება. შეძლებისდაგვარად ვესაუბროთ ერთმანეთს და ერთად ვეძებოთ გამოსავალი ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა უფლებების დასაცავად

ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია
მიღებულია 1977 წლის 23 სექტემბერს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ ქ.ლონდონში. გამოცხადებულია 1978 წლის 15 ოქტომბერს გაეროს განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შტაბში ქ.პარიზში. 1989 წელს მოხდა დეკლარაციის ტექსტის გადახედვა ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ, 1990 წელს დეკლარაცია წარედგინა იუნესკოს გენერალურ დირექტორს და იმავე 1990 წელს მოხდა მისი მსოფლიო აღიარება.
პრეამბულა:
თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სიცოცხლე – ერთია, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთი წარმოშობისაა და მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახეობათა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა,
თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ყველა ცოცხალ არსებას აქვს მინიჭებული ბუნებრივი უფლებები და რომ ნერვული სისტემის მქონე ნებისმიერ ცხოველს გააჩნია გარკვეული უფლებები,
თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ცხოველთა ამ ბუნებრივი უფლებების უგულებელყოფა, აბუჩად აგდება, ან უბრალოდ მათი არცოდნა სერიოზულ ზიანს აყენებს დედა-ბუნებას და ადამიანებს ცხოველების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ უბიძგებს,
თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ცხოველთა სხვადასხვა სახეობის არსებობა უკვე გულისხმობს ადამიანის სახეობის მხრიდან სხვა სახეობის ცხოველთა სიცოცხლის უფლების ცნობას,
თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ადამიანის მიერ ცხოველთა ჰუმანური პატივისცემა განუყოფელია ადამიანის მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემისაგან,
მაშინ აღიარებული იქნება:
მუხლი 1
ყველა ცხოველს აქვს თანაბარი უფლება იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში;
მუხლი 2
ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრან პატივისცემით;
მუხლი 3
3.1 არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად;
3.2 თუ აუცილებელია ცხოველის მოკვლა, ეს უნდა მოხდეს მყისიერად, ტკივილის და ტანჯვის მიყენების გარეშე;
3.3 მკვდარ ცხოველს არ უნდა მოვეპყრათ უკადრისად;
მუხლი 4
4.1 გარეულ ცხოველებს აქვთ საკუთარ ბუნებრივ გარემოში თავისუფლად ცხოვრების და გამრავლების უფლება;
4.2 გარეული ცხოველებისათვის თავისუფლების ხანგრძლივად წართმევა, ნადირობა და თევზაობა გართობა-დროსტარების მიზნით, აგრეთვე ცხოველების ნებისმიერი გამოყენება არასაციცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნით, არღვევს გარეულ ცხოველთა ძირითად უფლებებს;
მუხლი 5
5.1 ადამიანზე დამოკიდებული ნებისმიერი ცხოველის უფლებაა მიიღოს შესაფერისი მოვლა და ზრუნვა;
5.2 დაუშვებელია ცხოველის უმიზეზოდ, გაუმართლებლად მიტოვება ან მოკვლა;
5.3 ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების ნებისმიერი სახე უნდა პასუხობდეს სახეობისათვის დამახასიათებელ ფიზოლოგიურ და ქცევით ნორმებს;
5.4 გამოფენები, დემონსტრაციები, აგრეთვე ფილმები ცხოველთა მონაწილეობით არ უნდა ლახავდნენ მათ ღირსებას და არ უნდა შეიცავდნენ ძალადობის ელემენტებს;
მუხლი 6
6.1 ცხოველებზე ისეთი ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ მათ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, არღვევენ ცხოველთა უფლებებს;
6.2 სისტემატურად უნდა ვითარდებოდეს და ხორციელდებოდეს ცხოველთა სულადობის აღდგენის მეთოდები;
მუხლი 7
ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმრთლებელ სიკვდილ, წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს;
მუხლი 8
8.1 ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, მიმართული გარეული ცხოველის სახეობის განადგურებისაკენ, გენოციდის ექვივალენტურია, ანუ არის დანაშაული მიმარტული სახეობის წინააღმდეგ;
8.2 გარეული ცხოველების დახოცვა, ბიოსფეროს დაბინძურება და დაზიანება – გენოციდური ქმედებებია;
მუხლი 9
9.1 ცხოველთა გარკვეული იურიდიული სტატუსი და უფლებები უნდა განისაზღვროს სახელმწიფო კანონმდებლობით;
9.2 ცხოველთა დაცვა და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზე;
მუხლი 10
საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
* * *


