Geooo
არაამქვეყნიური

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4503
წევრი No.: 85914
რეგისტრ.: 4-March 09
|
#49073652 · 19 Oct 2016, 12:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემის პათოსი მარტივია, მაგრამ საინტერესოა მისი განვრობა, ვფიქრობ.
ვგონებ, შენ მიერ დასმულ კითხვას
QUOTE | თუ ზუსტად იგივე გარემოებაში იგივე დროს და ადგილას აღვმოჩნდებით და სხვანაირად მოვიქცევით ამას როგორ ახსნიდით? |
შენვე უპასუხე წინამდებარე წინადადებებში.
შენს მსჯელობაზე დაყრდნობით, თუ ვქმნით პარარეულ იდენტურ რეალობას; იდენტურს - გარემოებებით, დროითა და მოქმედი პირ(ებ)ით (ადამიანით) და შემდეგ უკვე ამ ახალ რეალობას არსებულს ვადარებთ, მაშინ მოქმედი პირის ყველა ქვეცის იდენტურობა პირველსაწყისი რეალობის ადამიანის ქცევებთან, ალბათ, დაამტკიცებდა იმას, რომ ჩვენი ცხოვრება წინასწარ დაწერილი/გაწერილი მოქმედებებია, რომელიც შემთხვევითობას არ ექვემდებარება. ფაქტობრივად, ეს იგივე ბედისწერაა (წინასწარ განსაზღვრულ მოვლენათა ერთობრივობა), თუ რაც გინდათ, რომ ეწოდოს. შემდეგში, 'ბედისწერად' მოვიხსენიებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი თავად განაგებს თავის ქცევებსა და სიტუაციასთან შესაბამისობაში მოქმედებებს, შესაბამისად, ენ რაოდენოების რეალობა ენ რაოდენოების განსხვავებულ ქევასა და შედეგს მოგვცემს. ეს საკმაოდ მარტივია.
მაგრამ აქ ერთი მომენტია. რამდენად სწორად განსაზღვრავს ბედისწერის არსებობა - არ არსებობას შენს მიერ აღწერილი ორი რეალობის იდენტურობის შეფასება? მე ვფიქრობ, იდენტური რეალობები, როგორც ასეთი - იდენტური გარემოებები და იდენტური სიტუაციები - ყოველთვის ერთსა და იმავე ქცევისკენ უბიძგებს ადამიანს, გამომდინარე იქედან, რომ განსხვავება ალბათ უნდა განისაზღვროს ადამიანის ზედმოქმედებით ამა თუ იმ განსხვავებულ გარემოებებზე და არა პირიქით. შესაბამისად, თუ გარემოება და მომენტი იდენტური იქნება ორივე რეალობაში, ძალიან დიდი შანსია იმისა რომ ინდივიდმა, გარემოების შესაბამისად, პირველი რეალობის ქცევის იდენტურად იმოქმედოს, ვინაიდან მოქმედების შედეგი ხომ ერთი და იგივე უნდა იყოს, რათა, პირველ რეალობასთან იდენტურობა არ დაირღვეს?!
ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, გარემოება განაგებს ადამიანის ქცევას და არა პირიქით. თუ რაიმე შემთხვევის შედეგი უკვე წინასწარ განსაზღვრულია (მეორე იდენტურ რეალობაში, ვინაიდან ის პირველის იდენტურია და პირველი უკვე მოხდა), ადამიანის ქცევაზე დაკვირვებაც უინტერესო იქნება ამ შემთხვევაში, ვინაიდა, ან 100% I რეალობასთან იდენტურად მოიქცევა, ან კიდევ ქცევებს შორის განსხვავება იმდენად შეუმჩნეველი/არამნიშვნელოვანი იქნება, რომ გაჭირდება ამით ბედისწერის არ არსებობა/არსებობაზე მსჯელობა. ეს, ფაქტობრივად, ერთ ოთახში გამოკეტილ ადამიანის სიტუაციაა, რომელიც ვიცით რომ ერთი ასებული კარიდან აუცილებლად გამოვა, მაგრამ ვაკვირდებით იმას თუ რამდენ ნაბიჯს გადადგამს ამისთვის, მოკლე ნაბიჯებით ივლის თუ გაიქცევა, და ა.შ. კარგია მსგავსი სიტუაციების განხილვა ადამიანის ფსიქლოგიაზე დაკვირვებითვის, შეიძლება, მაგრამ არა ისეთი ვრცელი თემისთვის როგორიც ბედისწერაა.
მე უფრო დამაინტერესებდა ისეთი რეალობების ნახვა, სადაც მხოლოდ საბოლოო შედეგია განსაზღვრული და იდენტური პირველი რეალობისა. აქ უკვე, რეალობის საწყისსა და საბოლოო შედეგს შორის მომხდარ სიტუაციებსა და შესაბამის ქცევებზე იქნება საინტერესო დაკვირვება. ამ შემთხვევაში, ადამიანის ქცევები განსაზღვრას სიტუაციებს და არა პირიქით, რაც უფრო საინტერესოა ჩემი აზრით და უფრო ამტკიცებ თუ უარყოფს ბედისწერა არსებობა/არ არსებობის თეორიას. ან კიდევ დაკვირვება, რეალობის საწყისსა და ბოლოს შორის მომხდარ სიტუაცია/შემთხვევების შედეგებზე და მათი - მხოლოდ შედეგების შედარება წინა რეალობის შედეგებთან და არა კონკრეტული ქცევების შედარება.
This post has been edited by Geooo on 19 Oct 2016, 14:10
--------------------
"I've never understood ethnic or national pride because to me pride should be reserved for something you achieve or attain on your own, not something that happens by accident of birth." - George Carlin
|