მოკლედ, რევოლუციური საგადასახადო კოდექსის პუნქტები:
წელს საგადასახადო კოდექსის შეცვლას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა: პირველი, საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში საგადასახადო შემოსავლების ალტერნატიული წყაროების მოზიდვა და მეორე – საგადასახადო სისტემისადმი ნდობის ამაღლება.
ორივე მიზანი რა თქმა უნდა გაფარჩაკდა:
ახალ საგადასახადო კოდექსში ორივე ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები. ყველა მექანიზმი, რომელიც პატიოსანი გადამხდელის წახალისებას ემსახურება, კანონში შერბილებული ფორმით მოხვდა. ახალი კანონმდებლობის თანახმად, გადამხდელს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და მოითხოვოს განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმის შესახებ. კანონში წერია, რომ საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გასცეს ოფიციალური განმარტება.
მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს. ვთქვათ, აღმოჩნდა გადამხდელის დარღვევა, რაც მისმა შეცდომამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში დავების საბჭომ გადამხდელს სანქციები უნდა მოუხსნას. კანონში კი წერია, რომ დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გაათავისუფლოს გადამხდელი დაკისრებული სანქციისაგან.
ახალი საგადასახადო კოდექსი ასევე მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლება, როცა ადგენს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი. არ უნდა შეჩერდეს მისი საქმიანობა. ახალ კოდექსში ისევ არ არის გაწერილი რა შემთხვევაში და რა ვადით შეიძლება საწარმოს დალუქვა მის შესამოწმებლად.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი საგადასახადო კოდექსიც, მისი წინამორბედების მსგავსად, სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაზე მეტად, ტაქტიკურ ამოცანებსა და ფისკალური ეფექტის მიღებაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ეს ეფექტიც ეჭვის ქვეშ დგება.
აქვე:
იმპორტის გადასახადი სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე 12 და 5 პროცენტს შეადგენს. კოდექსში აღარსად ფიგურირებს ჩანაწერი იმპორტის ცალკეულ ჯგუფებზე არსებული 0%-იანი დაბეგვრის რეჟიმის შესახებ, რაც 2006 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედებდა.
ღორებო და ვირთხებო, ფული გაანთავისუფლეთ!!!
დანარჩენი:
http://www.tabula.ge/article-2090.html