ვფიქრობ რომ სწორედ ამ განყოფილებაში უნდა გამეხსნა ეს თემა

ესე იგი მოგეხსენებათ რომ ბენზინის და დიზელის ძრავები მუშაობენ ნახშირწყალბადებზე რომლებიც იწვიან შიდაწვის ძრავის კამერაში და ქიმიურ რეაგენტად გამოყენებულია ჰაერი. ჰაერში 21 % არის ჟანგბადი, დანარჩენი აზოტი და სხვა უმნიშვნელო მინარევები. ამათგან მხოლოდ ჟანგბადი უწყობს ხელს წვას, ყველა სხვა-ხელს უშლის.
საინტერესოა, ვინმეს თუ უცდია ისეთი შიდაწვის ძრავის აგება რომელიც სუფთა ჟანგბადში იმუშავებს? მე ვფიქრობ რომ ასეთი ძრავა მეტად არაპრაქტიკული იქნება შემდეგი მიზეზების გამო:
1. წვის კამერაში განვითარდება მეტად მაღალი ტემპერატურა და ძრავის გაგრილება იქნება საჭირო, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა მაგალითად რაკეტულ ძრავებში.
2. საჭირო იქნება ჟანგბადის ბალონების ტარება.
სამაგიეროდ ძრავის მ.ქ.კ. ალბათ უფრო მაღალი იქნება, შეიძლება ასეთი ძრავით ავტომობილმა გაცილებით მაღალი სიჩქარეც განავითაროს.
რას იტყვით ტექნიკის მცოდნეებო, ასეთი ძრავა ვინმეს ოდესმე აუგია?