მე ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა და მზად არიან ბოლო კაპიკები გადადონ რომ მონაწილეობისთვის საჭირო ბენზინი ჩაასხან.
პირველ რიგიში იმაზე შევთანხმდეთ რომ ფედერაციის ბრალი არაა რომ ტრეკი რემონტზეა და ეს სეზონიც რაღაცნაირად მოკვდა.
ისმის კითხვა... როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? მოდით შევთავაზოთ ფედერაციას ადგილი სადაც ჩატარდება ეს შეჯიბრი. შევთავაზოთ ისეთი ადგილი, რომელიც არ გამოიწვევს კილომეტრიან საცობებს და ექნება ადვილი და მოკლე შემოვლითი გზა... ფედერაციას ჩვენზე მეტი კავშირები აქვს მერიასთან და სახელმწიფოსთან და იცის როგორ უნდა მოაგვაროს საორგანიზაციო საკითხები.
მე პირადათ მაქვს ერთი იდეა... ჩავატაროთ იქ სადაც ჩატარდა კალცო წელს, სტარტი/ფინიში სადაც იყო. ვარკეთილში.
დადებითი მხარეები:
1)თბილისშია
2)კარგი საფარია
3)არ შექმნის საცობებს იმიტომ რომ მოძრაობა ცოტაა
4)აქვს მოკლე შემოვლითი გზები (სპუტნიკიდან ასე ვხედავ)
5)წელს უკვე ჩატარდა მანდ ივენთი, ანუ შეიძლება რომ მანდ ჩატარდეს.
6) ტრასის ნახაზის რამდენიმენაირი ვარიანტი შეიძლება შედგეს
7)კარგი განიერი გზაა
უარყოფითი მხარეები:
1) ბარდიულებია (ნუ თეორიულად შეიძლება ყველგან საბურავები დალაგდეს)
2) დანარჩენი თქვნ თქვით
ეს არის ჩემი უბრალოდ: ოცნება, სურვილი, თხოვნა. შეიძლება არსებობს ის რაც მე არ ვიცი და იმიტომ არ შეიძლება ამის გაკეთება.
სურათები კოსმოსიდან რო მიხვდეთ სად ვგულისხმობ...

ეს კიდე ჩემი ნაჯღაბნი (არ მცემოთ)

ესეც შემოვლითი გზები

ესეც ნოსტალგია
This post has been edited by me-var on 18 Sep 2010, 15:11