ილიას მოსწრებული პასუხი მქონდა წაკითხული ბავშვობაში ჩალისფერი წიგნები რომ იყო "საბლიტგამის"
სომეხს უთქვამს ილიასთვის, შენ დედა რომ გყავს სომეხი, იმიტომ ხარ ჭკვიანიო.
ილიამ მიუგო, აი, შენ დედაც რომა გყაამს სომეხი და მამაც, მაგითომ თვინი გადმოგდისო.
სიცილი იქით იყოს და ეს მე ილიას მხრიდან იმის აღიარებად ჩავთვალე, რომ დედა სომეხი ჰყოლია.
ახლა კიდენა, ამას გადავაწყდი.
http://publish.dlf.ge/magazine/gori12/saiubileo.pdfილიას მშობლები:
ილიას მამა – გრიგოლი ილიას დედა -- მარიამი
ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე მსახურობს ნიჟეგოროდის პოლკში. 1832 წელს
ცოლად შეირთო თბილისელი აზნაურის, ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალიშვილიმაგდანა
(მარიამი). 1833 წლის 30 აგვისტოს, გრიგოლი სრულიად გათავისუფლდა სახედრო
სამსახურიდან და ყვარელში მეურნეობას წარმართავს. 1845 წელს იგი კახეთის მილიციის
უფროსად დაინიშნა. Gრიგოლს, როგორც მამაც მებრძოლს მიღებული აქვს ,,წმინდა ანას
მეორე ხარისხის ორდენი” მამაცობისათვის. რუსეთ-თურქეთის ომში კი ვერცხლის
მედალი.
ბიოგრაფები გრიგოლ ჭავჭავაძეზე წერენ: ,,მთელს კახეთში ცნობილი იყო,როგორც
ენამახვილი და სიტყვამოსწრებული კაცი, თავის დროზე ზომიერი ხუმრობა
უყვარდა”., მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხანდახან დღეები ისე
გადიოდა სახემოღრუბლულს სიტყვაც არ წამოსცდებოდა.
Gგრიგოლი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟანგიანი რკინა შეერჭო წვივში და
სისხლი მოეწამლა.
ილიას დედა – მაგდან (მარიამ) ქრისტეფორეს ასული ბებურიშვილი 1816 წელს
დაიბადა. სომეხი მევახშის ხელში ჩავარდნილი ქრისტეფორე ინათლება გრიგორიანულ
ტიბიკონზე (წესზე) და დაირქვა სახელი ხაჩატური; მისი ვაჟები და ქალიშვილიც ამ
ტიბიკონზე მოაქცია. როდესაც გრიგოლ ჭავჭავაძემ დანიშნა მარიამ ბებურიშვილი, იგი
მაშინვე მოინათლა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მარიამის სახელით. სომხურ
ეკლესიაში მონათლულები “სომხებად” ტარდებოდნენ საეკლესიო დავთრებში. Aამიტომაა
ილიას დედის სომხობის თაობაზე ბიოგრაფებს შორის კამათი.
"
-------------------------------------------------------------------------------
მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე კი დავიჯერე, რომ ილიას დედა სომეხი ყოფილა.
ჰე, ლანძღეთ ახლა ილია.
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!