The Psychedelic Furs - პოსტ პანკი ჩასაბერი ინსტრუმენტებით, ძალიან ჰარმონიული და კარგი მოსასმენია ...
მოკლედ : ჯგუფი 1977 წელს ჩამოყალიბდა.
Richard Butler -ერთერთი ყველაზე გამორჩეული ვოკალი ჩემი აზრით, დაბალი და ჩახლეჩილი ბარიტონით

სხვათაშორის სანამ ჯგუფს ჩამოაყალიბებდა, მანამდე ფერწერას სწავლობდა ერთერთ კოლეჯში და არანაირი კავშირი არ ქონდა მუსიკასთან და არცერთ ინსტრუმენტზე დაკვრა არ იცოდა.მაგრამ 1978 წლისთვის Psychedelic Furs უკვე არსებობდა და პირველ დემოთეიპს წერდა

დანარჩენი წევრები:
Tim Butler (ბას გიტარა, რიჩარდ ბალტერის ძმა),
John Ashton (გიტარა),
Frank Ferrer (დრამი)
Duncan Kilburn (საქსაფონი)
სადებიუტო ალბომი ჯგუფის შექმნიდან 3 წლის მერე ჩაიწერა.. მანამდე რაღაც არ უმართლებდათ ცოტა არ იყოს. მთელი ამ სამი წლის განმალობაში არაერთ კლუბში გამართეს კონცერტები, მაგრამ რატომღაც საზოგადოებამ ვერ მიიღო მუსიკა , რომელსაც თვითონ ჯგიფის წევრები "მშვენიერ ქაოსს" უწოდებდნენ

მოგვიანებით Furs-მა მოახერხა ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმება. პირველ ალბომს (რომელიც მე ძალიან მიყვარს ) საკამოდ კარგი გამოხმაურება მოყვა
მეორე ალბომში Talk Talk Talk- უკვე საბოლოოდ გამოიკვეთა ჯგუფის მუსიკალური ჟღერადობა.
ყველაზე დიდი კომერციული წარმატება შეიძლება ითქვას Mirror Moves ის გამოსვლას მოყვა.
ჯგუფი 1990 წელს დაიშალა, როცა რიჩარდ ბალტერმა გადაწყვიტა Love Spit Love- ში ემღერა..
დისკოგრაფია და სხვა აქ --- >>
http://en.wikipedia.org/wiki/Psychedelic_Furs-------------------
პირველი ალბომი (დანარჩენები ხვალ იყოს) :
The Psychedelic Furs (1979)http://www.files.ge/file/19510/The-Psychedelic-Furs-rar.html
This post has been edited by Start on 22 Sep 2007, 04:08
მიმაგრებული სურათი