ლიბერალიზმის მქადაგებელი კომუნისტი და კომუნიზმის მქადაგებელი ლიბერტარიანელი
“ყველა პოლიტიკური თეორია, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ადამიანთა უმეტესობა უცოდინარია”
ფრიდრიხ ოგიუსტ ჰაიეკი
. . კანონი, თანასწორი თამაშის წესები, თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია – ეს ღირებულებები ლამაზი ქალივითაა, რომელსაც შეიძლება ჩაეძინოს და სიამოვნება ვეღარ მოგანიჭოს.
გუშინ საინტერესო ფილმი ვნახე, – „Wall Street 2: Money Never Sleeps“,.. დიდი არაფერი, მოდურად ქცეული სკორსეზესეული მოულოდნელობა სიუჟეტში, მაგრამ ტრადიციული, ჰოლივუდური დასასრული,.. მაინც ოლივერ სტოუნია და ვერ გარისკა, ერთის მხრივ, რეკლამად ქცეული ფილმის ნეგატიურად დამთავრება, მეორეს მხრივ კი ყველა ამერიკელს უნდა სჯეროდეს, რომ Wall Street -ზე ყველაფერი კარგად მთავრდება,.. ორი ფრაზა ნამდვილად გამოსარჩევი იყო,.. პირველი, ფილმის სათაურშიც ჩანს, შემდეგ უფრო დაკონკრეტდა, მე ასე განვაზოგადებდი, – “ფული არის ქალი ლოგინში, რომელიც არასოდეს იძინებს”,.. და მეორე, “თუ ჩვენ წავალთ ნაციონალიზაციაზე, ეს იქნება სოციალიზმი, რომელსაც მე ყოველთვის ვებრძოდი”.
მეორე ფრაზით დავიწყოთ. დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ობამას რეფორმები დიდი დოზით შეიცავს სოციალიზმის ელემენტებს. ამერიკელებს სოციალიზმი იდეაში არ მოსწონთ, მაგრამ იღებენ, იმიტომ რომ სჭირდებათ. თავის დროზე, მსხვილი კომპანიების ნაწილობრივმა ნაციონალიზაციამ გადაარჩინა ამერიკის ეკონომიკა და პირველ რიგში, ეს კომპანიები. თავისუფალი ბაზრის მქადაგებლები სოციალიზმის გამოვლინებებს მაშინაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ იმდენად მსუბუქად, რომ ეს დახმარება არ დაეკარგათ. ობამას ინიციატივამ გაამართლა და დღეს ამერიკის ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლის ფაზაშია. ამ შემთხვევაში, ობამა – სოციალისტი მისაღებია.
და რა ხდება დღეს, დაზღვევის რეფორმა, რომელიც 40 მილიონამდე ამერიკელს სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, ლამის კომუნიზმად შეაფასეს, ობამას კი სოციალისტიც აღარ აკმარეს და მისი სახელის სრულად წარმოთქმისას, მახვილის დასმა “ხუსეინზე” დაიწყეს (კლასიკური “შავი პიარი” – არკადი და არა ბადრი პატარკაციშვილი),.. ერთი სიტყვით, თანამედროვე ლიბერალებისთვის სოციალიზმი მისაღებია მაშინ, როდესაც მათ ეხმარებიან და მიუღებელია მაშინ, როდესაც სხვას ეხმარებიან. პირველ შემთხვევაში, სოციალიზმს ნაციონალიზაცია უწოდეს, მეორე შემთხვევაში კი ზუსტად ისეთივე მიდგომას კომუნიზმი.
ერთი სიტყვით, ბარაკ ხუსეინ ობამა სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის მიმდევარია. მას აქვს მსოფლმხედველობა, რომელიც არის, ისეთი როგორიც არის. მას მსოფლმხედველობა აქვს და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას, მიდგომებს ძირეული მსოფლმხედველობის მიხედვით აყალიბებს. მსოფლმხედველობა კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია, მთავარია ის გქონდეს.
რამდენიმე კვირის წინ წავიკითხე სტატია სათაურით, – “რატომ არ არის მიშა ლიბერტარიანელი”. სტატიის ავტორმა დაამტკიცა, რომ მიშა ლიბერტარიანელი არ არის. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელი იდეოლოგიის მიმდევარია მიშა. ძნელია, ნამდვილად.
მე ახლა ვსვამ კითხვას, ვინ არის ლიბერტარიანელი?! მე ვიცი, რომ თავის თავს ლიბერტარიანელს საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი უწოდებს, ისეთ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებმაც რეალურად იციან, რას ნიშნავს ეს ტერმინი. ზოგადად ეს ტერმინი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრისთვის არის მიმზიდველი და ამაყად აცხადებს, რომ ლიბერტარიანელია. ასეთებმა იციან, რომ ლიბერალიზმი კარგია და რახან ლიბერტარიანელობა უფრო მეტად ლიბერალობას ნიშნავს, შესაბამისად, მათთვის ლიბერტარიანელობა უფრო მისაღებია.
ისეთები, რომლებსაც უვიცობას ვერ დავწამებთ და ზუსტად იციან რას ქადაგებენ, გაერთიანებულები არიან ჟურნალ “ტაბულას” ირგვლივ. “ჟურნალს გამოსცემს სამოქალაქო განათლების ფონდი, მემარჯვენე ლიბერტარიანული მსოფმხედველობის ბიზნესმენთა ფინანსური მხარდაჭერით”, – ნათქვამია ჟურნალის დეკლარირებულ მისიაში. სადაც, ასევე არის მითითებული, რომ “დღეს საქართველო რთული, მაგრამ გარდაუვალი არჩევანის წინაშე დგას: იაროს ლიბერალური რეფორმების სასიცოცხლოდ აუცილებელ და მტკივნეულ გზაზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად უნდა გარდაქმნას, ან შეწყვიტოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“.
ანუ, ლიბერტარიანელების აზრით, თუ მათი შეხედულებები არ გაბატონდება, საქართველო შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. და მაინც, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ ქადაგებენ თავისუფლებას, ულტრათავისუფლებას, მეორეს მხრივ, კი გამოდიან აზრის თავისუფლების წინააღმდეგ და უკიდურესი რადიკალისთვის დამახასიათებელი განწყობით, აცხადებენ, რომ მხოლოდ ლიბერალიზმი არის დასავლური ცივილიზაციის მიღწევა და სწორედ ის და სხვა არაფერი გადაარჩენს საქართველოს.
“ტაბულას” ოფიციალურ დამფუძნებელთა შორის არიან ბიზნესმენ-ოლიგარქები კახა ბენდუქიძე, ლადო გურგენიძე, დავით კეზერაშვილი და სხვანი.
“ტაბულას” მისიაში ერთი საინტერესო ფრაზაა, “ლიბერტარიანული მსოფმხედველობის ბიზნესმენები”. ანუ, ისინი ამტკიცებენ, რომ ლიბერტარიანელობა მათი მსოფმხედველობაა. ძალიან კარგი, თუ ამ ადამიანებს აქვთ მსოფმხედველობა, ანუ ღირებულებათა ისეთი სისტემა, რომელიც დროსა და სივრცეში არ იცვლება, შეიძლება მხოლოდ განვითარება.
თემის მარტივი ლოგიკური განვითარებით დავასკვნით, რომ თუ კეზერაშვილის მსოფმხედველობა ლიბერტარიანულია, მაშინ ლიბერტარიანელობა ის არის, რასაც კეზერაშვილი აკეთებს.
ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი “საქართველოს ლატარიის კომპანიის” მფლობელია. “საქართველოს ლატარიის კომპანია” ფლობს ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ლატარიის მოწყობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ ბაზარზე სრული მონოპოლისტია. თან ეს უფლება სახელმწიფოსგან აქვს ნაყიდი, ანუ სახელმწიფომ ხელი შეუწყო მას მოეპოვებინა ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ლატარიის კომპანია” ზუსტად ისეთ ლატარიას ათამაშებს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს “სპორტ ლოტო” იყო. ეს ორი ლატარეა გათამაშების პრინციპის გარდა, მისი მოწყობის ექსკლუზიურობითაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბოროტი საბჭოთა კავშირის დროს, ბაზარი არ არსებობდა, არც კონკურენცია იყო და ყველაფერს სახელმწიფო ატარებდა, თან ექსკლუზიურად. დღეს, როცა ბნელი და უკუნი აღარ არის, ნათელში ვცხოვრობთ, თავისუფალ ბაზარს და ლიბერტარიანულ მსოფმხედველობას ვქადაგებთ, ლატარეას ისევ ექსკლუზიურად ატარებს სახელმწიფოსგან ხელდასმული კომპანია.
და თავისუფალი ბაზარი? თავისუფალი ბაზარი, ეს ის არის სადაც კონკურენციაა! ლიბერტარიანელობა? ეს ის იდეოლოგიაა, რომელიც ბაზარზე და ზოგადად ეკონომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევას გამორიცხავს!
ხოოოო,.. აბა, რას ამტკიცებენ, რა გვინდაო?
მოდი, კარგად გავიაზროთ,.. როგორც “ტაბულაში” წერია, კეზერაშვილი არის ლიბერტარიანული მსოფლმხედველობის ბიზნესმენი. ხო, ასე წერია ნამდვილად. მაგრამ ბიზნესმენ კეზერაშვილის სამოქმედო სივრცეში (აქ ტერმინ ბაზარის გამოყენება უხერხულია), რომ კონკურენცია არ არის და სახელმწიფსგანაც რომ აქვს ნაბოძები ფულის კეთების ექსკლუზიური უფლება, ამაზე რატომ არაფერს წერს “ტაბულა”?!
სამაგიეროდ “ტაბულა” წერს ფრიდრიხ ოგიუსტ ჰაიეკის სიტყვებს, – “ყველა პოლიტიკური თეორია, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ადამიანთა უმეტესობა უცოდინარია. თავისუფლებისთვის მებრძოლნი იმით განსხვავდებიან სხვებისგან, რომ უცოდინრებს მიაკუთვნებენ როგორც საკუთარ თავს, ისე ყველაზე ჭკვიანებს”.
პირველ რიგში, ყველა პოლიტიკურ იდეოლოგიაში უნდა ვიგულისხმოთ ლიბერტარიანელობა და არც ლიბერტარიანელებს ეწყინებათ თუ მათი იდეური მამის სიტყვებს, ისევ მათზე განვაზოგადებთ, – ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანთა უმრავლესობა უცოდინარია და თავად, თავისუფლებისთვის მებრძოლნი თავიანთ თავს აკუთვნებენ ყველაზე ჭკვიანებს, ამით სხვებზე მაღლა აყენებენ თავს და “უვიცებს” დიდსულოვნად ეუბნებიან შენნაირი ვარო.
ყველაფერი გასაგებია, ანუ, ამ იდეოლოგიის მიხედვით, კეზერაშვილი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი, რომელიც თავს აკუთვნებს ყველაზე ჭკვიანებს და თვლის, რომ ადამიანების უმრავლესობა, ვართ უცოდინარები, ანუ გაუნათლებლები, უფრო მეტიც, დებილები ვართ ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები,..
და მართალია “ტაბულა”, თუ ამ ჟურნალის დამფუძნებელი ლიბერტარიანელები თვლიან, რომ უმრავლესობა არის უცოდინარი, მას შეუძლია დაწეროს ის, რასაც წერს – აკრიტიკოს ევროკავშიორი, იმისთვის, რომ აქვს დასაქმებულზე ორიენტირებული შრომის კოდექსი, ბაზრის დარეგულირებაზე მიმართული ანტიმონოპოლიური სამსახური, მომხმარებელის ინტერესების დამცველი სურსათის სტანდარტების სისტემა,..
ზოგადად ლიბერტარიანელებს, შეუძლიათ, აკრიტიკონ ობამა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ხარჯზე 40 მილიონ ადამიანს ჯანდაცვის პროდუქტების მიღების შესაძლებლობას აძლევს და სიამოვნებანარევი კრუტუნით იღებდეს მილიარდიან დახმარებას ისევ სახელმწიფოსგან,..
ქართველ ლიბერტარიანელებს კი შეუძლიათ საბჭოთა კავშირის დროს აპრობირებული მეთოდებით იშოვონ ფული და შემდეგ ჩვენ გვიქადაგონ, რომ ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტული,..
ისინი ხომ ჩვენ უცოდინარებად გვთვლიან,..
და რა არის მათი მსოფლმხედველობა, ის რომ მსოფმხედველობა არ აქვთ, . .
დავუბრუნდეთ „Wall Street 2: Money Never Sleeps“ს, პირველ ფრაზას, რომელიც მე მომეწონა, უფრო სწორად, სახასიათოდ მეჩვენა, – “ფული არის ბოზი, რომელიც არასოდეს იძინებს” (ბოზი და არა ქალი, როგორც შესავალში ვთქვი). ანუ ფული ყოველთვის განიჭებს სიამოვნებას და ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიიღო, ესეც ლიბერტარიანელების მთავარი იდეოლოგია – მსოფმხედველობა, . . კანონი, თანასწორი თამაშის წესები, თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია – ეს ღირებულებები ლამაზი ქალივითაა, რომელსაც შეიძლება ჩაეძინოს და სიამოვნება ვეღარ მოგანიჭოს.
პ.ს სტატია ღირს წაკითხვად
პპ.ს აქ მოხვდებით მითების სამყაროში სადაც კეზერაშვილი არის ღმერთი და ლიბერტარიანლული ღირებულებების გარეშე ჩვენ დავიხოცებით !!
http://kukulini.ge/?p=177#more-177 This post has been edited by chegesto on 4 Oct 2010, 15:09
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx