ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირებას
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2010 წლის 6 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მიღების მსურველთათვის აცხადებს საბუთების მიღებას:
თბილისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში, მისამართზე დ, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ,
რეგიონებში - შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება გამოცდაზე დაშვების შესახებ;
ბ) ატესტატის ან დიპლომის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4
ტელ: (99532) 51 00 51 -161
877 95 58 55
http://www.cec.gov.ge/index.php?lang_id=GE...13&info_id=7342 This post has been edited by SOPHA on 10 Oct 2010, 13:33