გეთანხმები მაგრამ ეგ "გლობალური" კუთხით თუ შევხედავთ

მე კონკრეტული სიტუაცია მაინტერესებს
რატომ არ გამოუშვა მანდატორმა ბავშვი
სიტყვაზე აპენდიციტია და მოხდა ნაწლავის პერფორაცია და განვითარდა პერიტონიტი
და მანდატორი არ უშვებს ბავშვს სკოლიდან?!
იდეაში კრიმინალამდე შეიძლება მივიდეს ეგრე
ნაწლავის პერფორაცია სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის
აქვს მანდატორს იმდენი განათლება რომ რეალურად შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა
და განსაზღვროს მართლა ცუდად არის თუ არა?
ან თუ მანდატორს აქვს იმის უფლება რომ სკოლიდან ბავშვი არ გამოუშვას
რატომ ჩაერია პატრული და რატომ გამოაშვებინა ბავშVი

(ეს უკვე ინტრიგაში გადავიდა

)
მაგრამ მაინც საინტერესოა ჩემის აზრით
ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველა მხარემ
მართლა ხომ არ უნდა მოკვდეს ვინმე ბავშვი რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდეს
იქნებ ვინმეს სიკვდილამდე შეიძლება შველა

თუ უტოპისტი ვარ ეხლა მე?