ვადაჭკორია მომდევნო ტურში არ იმსაჯებს
არბიტრი გიორგი ვადაჭკორია უმაღლეს ლიგის მომდევნო ტურში არ იმსაჯებს.
ამის შესახებ MySports.ge-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსმა სამსაჯო მენეჯერმა ლევან მიქელაძემ განუცხადა.
ვადაჭკორია ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის მატჩის მიწურულს პენალტის დანიშვნისთვის დასაჯეს.
ლევან მიქელაძე: „არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ შეცდომა დაუშვა. ჩვენ მატჩის ვიდეოფირი ვნახეთ და გიორგი კუხიანიძესა და ჯაბა ჯიღაურს შორის კონტაქტი იყო, მაგრამ სამსაჯო განყოფილების აზრით ეს პენალტის დასანიშნად არასაკმარისი იყო. ვადაჭკორიას პენალტი ქუთაისელი ფეხბურთელის მხრიდან თითქოს ხელით თამაშისთვის არ დაუნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ეს ეპიზოდი განსასჯელად რთული გახლდათ. სამსაჯო განყოფილების გადაწყვეტილებით ამ შეცდომის გამო ვადაჭკორია მომდევნო ტურში უმაღლეს ლიგაში არ იმსაჯებს“.
თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ფოტო
http://www.mysports.ge/ka/post/view/8753