ნიკეოლდეონის ეს კომედიური სერიალი მოგვითხრობს ოთხ 16 წლის განუყრელ მეგობარზე, რომლებსაც წინ უამრავი თავგადასავალი ელით. ცნობილი პროდიუსერი გუსტავო როკი, პატარა შტატ მინი სოტაში ჩადის, რათა მას სურს იპოვოს ახალი ვარსკვლავი, რომელიც როგორც თავად ამბობს "მის ცეცხლს დაანთებს". გუსტავო ძალიან აგრესიული ადამიანია, მას სულ არ აინტერესებს ხალხის გრძნობები და ყველას პირში ეუბნება რომ მას ტალანტი არ გააჩნია, ერთ-ერთ კონკურსანტს ის "ბაზუკასაც" კი დაუმიზნებს

ბოლოს გუსტავო მაინც იპოვის ბიჭს, რომელიც მის ცეცხლს დაანთებს. ის კენდელს ეუბნება რომ მას ლოს-ანჯელესში წაიყვანს და მისგან ვარსკვლავს შექმნის. კენდელი მას პირობას უყენებს თუ ჩემი წაყვანა გინდათ მაშინ ჩემი მეგობრებიც წამოიყვანეთ და ჩვენ მომღერალი ჯგუფი გავხდებითო. გუსტავო თავიდან სასტიკ უარზეა თუმცა იმ წამსვე "მოლბება" როცა მიხვდება რომ სხვა გზა არა აქვს... კენდელს, ლოგანს, ჯეიმსს, კარლოსს, კელის, გუსტავოს და კეტის წინ უამრავი სახალისო თავ გადასავალი ელით...
დასახელება: წინ წარმატებისკენ
ორიგინალური დასახელება: Big Time Rush
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: კომედია, მიუზიკლი
რეჟისორი: ჯონათან ჯაჯი
როლებში: კენდალ შმიდტი, ჯეიმს მასლოუ, კარლოს პენა, ლოგან ჰენდერსონი, კიარა ბრავო, სტივენ კრამერ გლიკმენი...
იდეის ავტორი: სკოტ ფელოუსი.
Amor es como la guerra. Es facil comensarlo, pero muy dificil terminarlo!!!!!!!!!!