იმ თემაში კი წერია და კიდევ გავაგრძელებ განხილვას ჩემი რუკისას, იქნებ ვინმეს ჩემნაირი წყობა ჰქონდეს და რამეში გამოადგეთ

მმ...
მაშინ პლანეტების მდებარეობაზე ვისაუბრე და ახლა სახლებზე გავმახვილდები.
ესე იგი მზის + აღმავალი კვანძისა და ვენერას მდებარეობა მესამე სახლში.
თევზების მდებარეობა ტყუპების სახლში უფრო ამწვავებს "ორი არსების" შეგრძნებას. თევზების ღრმა ფიქრები გადმოდის ტყუპურ - კოლექტიურ და ატიურ საუბრებში, ადამიანი ლამაზად და მხატვრულად გადმოსცემს იმას, რასაც გრძნობს.
უფრო გახსნილი და კონტაქტური ხდება.
მისი საუბარი კეკლუცურიც კი არის ))
აღმავალი კვანძი მესამე სახლში გულისხმოს რომ მან უნდა განავითაროს კეთილმოსურნეობა ნათესავებსა და და-ძმასთან მიმართებაში. ის მოყვარული პიროვნებაა ნათესაურ წრეში.
ვენერა მესამე სახლში (

) ეგზალტირებული ვენერა იძენს მესამე სახლის "ლოვკობას", ადამიანს შეუძლია გაგიჟებით უყვარდეს ერთ დღეს ერთ იდა მეორე დღეს მეორე
ის მზად არის ყველაფერი გაწიროს და მეორე დღეს ფიქრობს რომ სისულელეა ამის ჩადენა ))
აქვს ბევრი ფლირტი )))
მარსი + იუპიტერი + სელენას მდებარეობა მეხუთე სახლში

მარსი მეხუთე სახლში და კუროში ანიჭებს ადამიანს დინჯ, თუმცა განსაზღვრულ სურვილებს. ლომის სახლი სიამოვნებისკენ უბიძგებს ამ ადამიანს და ზოგჯერ იგი სურვილების მონაც კი ხდება.
კუროს სიდინჯე ეხმარება გაიტანოს თავისი მიზნები, ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ.
იუპიტერი კუროში უქადის ფულად საკითხებში წარმატებას და ფულის შოვნის გზა იქნება მისთვის სასიამოვნო, მეხუთე სახლის წყალობით.
წარმატება იქნება იმ სფეროებში, რასაც ლომი განაგებს.
სელენა - მფარველი, ანგელოზი ასევე კუროში და ლომის სახლში.
სელენასა და იუპიტერის შეერთება პირდაპირ გულისხმობს რომ წარმატებაში მფარველობა გააჩნია ამ ადამიანს და მუდამ აღწევს თავისას

ნეტავ ძალიან სუბიეტური ვიყავი?

ესეც რუკა