"ინტერნიუსი-საქართველო" აცხადებს კონკურსს თინეიჯერებისთვის
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სატელევიზიო პროგრამის – "ჩვენი ექსპრესის" შემოქმედებითი ჯგუფის და საერთაშორისო მედია ბანაკის მონაწილეების შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. გამარჯვებულები სექტემბრიდან გადაცემა „ჩვენი ექსპრესის“ წარმოებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათგან 7 საუკეთესო კი ივლისში სამკვირიან საერთაშორისო ახალგაზრდულ მედია ბანაკში (აჭარა) გაემგზავრება, სადაც მათ უცხოელი და ადგილობრივი კონსულტანტები ჟურნალისტიკაში სხვადასხვა სახის ტრენინგებს ჩაუტარებენ.
სექტემბრიდან გადაცემის ყველა წევრი, სურვილისამებრ, ოპერატორობის, მონტაჟისა და ვიდეო-დიზაინის უფასო ტრენინგებს გაივლის.
გადაცემა „ჩვენი ექსპრესი“ პროექტის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ტელე-არხის ეთერში უნდა გავიდეს. აღნიშნული პროექტი 2004 წლიდან ხორციელდება.
კონკურსის პირობები:
1. ასაკი: 14-დან 17 წლამდე;
2. ენა – ქართული (კარგი), რუსული (სალაპარაკო);
3. კომუნიკაბელურობა, გუნდში მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია "ინტერნიუსი საქართველოს" ოფისში: პაოლო იაშვილის ქ. 14/22 ან შემდეგ ვებ-მისამართზე www.teentv.ge/register.
ანკეტების მიღება: 2011 წლის 22 მაისის ჩათვლით 19:00 სთ-მდე.
მედია-ბანაკი: ივლისი 2011
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ეკა კაკულიას (ადმინისტრაციული ასისტენტი)
ტელ: (+995 32) 92 33 95/96/97/98
kakulia@internews.ge
* * *
http://www.youtube.com/watch?v=siAgoewPV0Q