თბილისის ცენტრში (კოსტავას ქ. 34ა) მდებარე პრესტიჟული კერძო სკოლა "NK"-ს შენობაში სტრიპტიზკლუბი "დივა" განთავსდა. როგორც ამ სასწავლებლის ვებგვერდზეა მითითებული, საერო მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი (National Knowledge) ვერის პარკში მდებარეობს, იდეალურ გარემოში, როგორც ეკოლოგიური, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით.
ერთ "მშვენიერ დღეს" სკოლის დირექციამ აღმოაჩინა, რომ ამავე სკოლის შენობაში სტრიპტიზკლუბი (მას შესასვლელი მეორე მხრიდან აქვს) შესახლებულა და ღამით, როცა სკოლაში მუშაობა მთავრდება, სტრიპტიზკლუბი ამოქმედდება ხოლმე.
პიროვნებამ, რომელმაც თავი სკოლის დირექციის წარმომადგენლად წარმოგვიდგინა და ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაღიზიანებულმა განგვიცხადა, ამ საკითხზე სკოლის ადმინისტრაცია კომენტარს არ გააკეთებს, განათლების სამინისტროს პრესცენტრი გაგცემთ ზუსტ პასუხსო.
- როგორ მოხვდა სტრიპტიზკლუბი სკოლის შენობაში?
- რა ვიცი, როგორ მოხვდა, მერიაში უნდა იკითხოთ, ვინ გასცა ლიცენზია მის გახსნაზე, გავიგე, რომ იქ იწყება მუშაობა, ღამის 11 საათზე, ჩვენ კი მუშაობას ვამთავრებთ დღის 5 საათზე.
- სკოლის დახურვის საკითხი ხომ არ დგას?
- სკოლა უნდა გაუქმდეს და სტრიპტიზკლუბი დარჩეს? ვერაფერს გეტყვით, რადგან ამის შესახებ არაფერი ვიცი. ვფიქრობ, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქუჩაში დარჩეს 310 მოსწავლე.
წყარო -
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/26667-str...shenobashi.html