ვთქვათ მართლა გათამაშდა ეს სცენარი..
ერთდერთი მეთოდი, რომლის საშუელბითაც ეს შეიძლება განხორციელდეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერვენცია.. სხვათა შორის ეს სცენარი მშვენივრად მუშავდებ მოსკოვში.. ვითომ"სახალხო კრება" ოფიციალური სახელმწოფო სტრუქტურების ალტერნატივად იქმნება..
(გავიხსენოთ ამ არჩევნებზე მათ მიერ მოგროვილი 56 000 ანუ ეს რამდენად "სახალხო" არიან)
გადატრიალება განუხორციელებელია ვანოს გამო.. არჩევნების ნინას მიერ მოგება ზღაპარი.. იხილეთ ზემორე..
მოკლედ სამხედრო ინტერვენცია.. და ვთქვათ ისე გამოვშტერდით ამ ანტიმიშისტური და პრორუსული პროპაგანდით არ ვიომეთ..
მოკლედ ბურჯანაძე პრეზიდენტია.. ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ამ სიტუაციაში:
ამისათვის ძალიან კარგია გადავხედოთ ჩვენს უახლოეს ისტორიას..
კონკრეტულად 1991-1993 წლებს...
პუტჩის აქტიური მონაწილეები:
1) წითელი ინტელიგენცია;
2) კგბ აგენტურა;
3) კომუნისტური პარტიის ნომენკლატურა:
4) ქარხნების წითელი დირექტორატი;
5)ოპოზიციური პარტიები;
6) კრიმინალური ჯგუფები( ჯაბა...)
რუსეთ აგენტებო, ბატონებო და ქალბატონებო, უფრო სამართიალი ინქბეა თუ ვიტყვი ამხანაგებო.. კარგად დააკვირდით.. ვინ რა მოიგო ამ ქვეყნის განადგურებაში მონაწილეობით...
განვიხილოთ დაწვრილებით:
წითელი ინტელიგენცია ჩარეცხა ედუარდ შევარდნაძემ და არა მიშამ.. ძალიან მცირე ედუარდთან დაახლოებული კლანის გარდა... მეტრეველი, წივწივაძე.. არავის არაფერ უშოვია.. პირიქით ჩვენი სასიქადულო რეჟისორები რუსეთმა დაძარცვა.. მათი ფილმები მათთვის თანხის გადაუხდელად დაყიდა ევროპაში... შიმშილით დაიხოცა ტექნიკური ინტელიგენციის ელიტა 90 წლებში... მოკლედ გააკეთებინეს ეს შავი საქმე და გადააგდეს უმეტესობა..
ასევე მოექცნენ ეგენტურის დიდ ნაწილსაც...
იხეირა მხოლოდ პარტიულმა ნომენკლატურამ.. და ცოტათი კიდევ წითელმა დირექტორატმა... ქარხნების ძარცვით მოითბო ხელი.. მაგრამ მათ ამაში მუშებიც ეხმარებოდნენ.. შედეგად.. ყველანი ცარიელზე დარჩნენ ძალიან მალე..
ოპოზიცური პარტიებიც ასევე გადაგდეს, მოიხმარეს და მოიშორეს.. ზოგიერთს ეს სიცოხლის ფასადაც დაუჯდა.. მაგალითი: გია ჭანტურია...
კრიმინალურ ჯგუფებს, რომელთაც ყველაზე ბინძური საქმეები აკეთებინეს.. მიტინგების ხვრეტა და სამეგრელო აფხაზეთის დაწიოკება.. უმეტეს შემთხვევაში სიცოცხლის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი... სულ ქუჩებში ჩაცხრილეს... ზვიდისტებმა კი არა ძირითადად არამედ ნომენკლატურამ ეს ჯაბისტი ბიჭ-ბუჭები..
მოკლედ მოიგო ნომენკლატურამ და თანაც ძალიან ვიწრო წრემ... შევარდნაძესთან დაახლოებულმა... დანარჩენები გადააგდეს... გადაგდებენ თქვენც.. თქვენ მანამ სჭირდებით, მანამ წვეთავს მოსკოვური ფულები სანამ აგებთ.. მოიგებთ თუ არა ისევე დაგერხევათ, როგორც მთელ დანარჩენ საქართველოს...
რომ დაიქცევა ყველაფერი ხომ გასაგებია... ჯერ კრიმინალს შემოგვიქსევენ .. დიდი ამინისტიით.. მერე მოაწყობენ კიდევ ერთ ეთნო კომფლიქტს.... მრავალეროვნულ საქართველოში, როდესაც სატრაპი გაზის ეს მარტივია... იქნება კიდევ დიდი სისხლისღვრა...
ბურჯანაძის მთავრობა აუცილებლად ჩართავს ფულის ჩარხს.. იქნება ჰიპერ ინფლაცია... კუპონიზაცია... ნელნელა მოიშლება ასე წვალებით აწყობილი სისტემები... მოკლედ შიმშილი და უდენობა ისევ...
მოკლედ სანამ მიშას აწყობილ ქვეყანაში აგებთ... არა გიჭირთ... ჩემო კარგო აგენტებო... ვაი თუ მოიგეთ....