მინდა გიამბობთ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გრანტების გადანაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე.
როგორც მოგეხსენებათ, აბიტურიენტებმა, რომელთაც გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა 2009 წელს უფლება მიეცათ შეენახათ თავიანთი ქულები და და ამ ქულებით მონაწილეობა მიეღოთ 2010 წლის საგრანტო კონკურსში.
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ შარშანდელი ტესტები წლევანდელთან შედარებით გაცილებით ადვილი აღმოჩნდა და საგრანტო ქულების შენახვის წესმა ვერ უზრუნველყო შარშანდელი აბიტურიენტების რეიტინგულ სიაში სამართლიანად მოხვედრა.
http://www.naec.ge/u...E-skalireba.pdf - ლინკზე მოცემულია საგრანტო ქულების შენახვის წესი.
http://www.naec.ge/u...ntile_final.pdf - ამ ლინკზე კი მოცემულია 2009 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ყოველი ქულის შესაბამისი ქულა 2010 წლის კონკურსში მონაწილეობისათვის.
სირთულეებს შორის სხვაობა განსაკუთრებით შეიმჩენვა ლოგიკური მსჯელობის შედეგებში: შარშან მაქსიმალური ქულა (16) აიღო 625-მა აბიტურიენტმა, ხოლო წელს მაქსიმალური ქულა (17) აიღო 21-მა.
http://www.naec.ge/u...ntile_final.pdf - მოცემული ცხრილის მიხედვით კი ყველა იმ აბიტურიენტს, რომელთაც 16 ქულა აიღეს 2009 წელს და შეინახეს ქულები მიენიჭათ 17 ქულა 2010 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის.
შედეგად, აბიტურიენტს, რომელიც 625-ე იყო შარშანდელი ლოგიკური მსჯელობის შედეგის მიხედვით, წლევანდელ რეიტინგულ სიაში 22-ე აბიტურიენტზე მაღალი ქულა აქვს.
დაახლოებით იგივე სიტუაციაა მატემატიკურ ნაწილშიც.
ქულების ასე გადანაწილების გამო შარშანდელი რეიტინგული სიის მე-500-ე წევრი წლევანდელ რეიტინგულ სიაში ხვდება 87-ე ადგილზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ რეიტინგულ სიაზეა დამოკიდებული თანხების გადანაწილება.
ჩემი აზრით, შარშანდელი აბიტურიენტების ჩასმა წლევანდელ რეიტინგულ სიაში უნდა მოხდეს შარშანდელი ჯამური სკალირებული ქულის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ტესტების სირთულეებს შორის სხვაობა არ გამოიწვევს თანხების უსამართლო გადანაწილებას.
ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე შეგიძლიათ გადაამოწმოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე:
http://www.naec.geგარდა ამისა, არათანაბარ კონკურენტულ პირობებში არიან ერთმანეთის მიმართ ის მაგისტრანტებიც, რომელთაც შარშან წერეს სამაგისტრო გამოცდა და წელს იღებენ მონაწილეობას საგრანტო კონკურსში, მაგალითად:
შარშანდელი რეიტინგული სიის 593-ე წევრი მოხვდა წლევანდელ რეიტინგულ სიაში 455 ხოლო, 600-ე მოხვდა 205-ე...

593>>>>455
600>>>>205
ვფიქრობ, პრობლემის არსი ნათლად ჩამოვაყალიბე
This post has been edited by Archil Mikelashvili on 2 Oct 2010, 22:16