
ადგილმდებარეობა - ნიუ იორკი , ამერიკა
Prize money $50,400,000
კორტის საფარი - ჰარდი
ოფიციალური საიტი -
http://www.usopen.org/index.html ცენტრალური კორტი - Arthur Ashe Stadium ( Capacity: 23,771 )

კაცების მოქმედი ჩემპიონი სტენ ვავრინკა ტრამვის გამო ტოვებს ტუნირს . ასევე ტრამვის გამო არ იქნება ამ ტურნირის 2 გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი და 2016 წლის ნახევარფინალისტი , კეი ნიშიკორი . ასევე ამერიკული მასტერსების გამოტოვების შემდეგ ბრუნდება ენდი მიურეი . აღსანიშნავია საქართველოს სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ ბასილაშვილი , რომელიც პირველ წრეში ამერიკელ ჯარედ დონალდსონს შეხვდება.
ქალების მოქმედი ჩემპიონი გერმანელი ანჟელიკ კერბერია . აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ , წელს პირველად გამოვა დიდი სლემის ტურნირებზე მარია შარაპოვა ( wild card ) .აქამდე განვლილ 3 დიდ ტურნირზე არცერთმა არ მისცა ვაილდ ქარდი . პირველივე წრეში ტურნირის მეორე ნომრად განთესილ სიმონა ჰალეპს შეხვდება .
ეს კაცების ბადე -
https://en.wikipedia.org/wiki/2017_US_Open_...Men%27s_Singlesჩემი აზრით ზემოთა (Top half) ბადე უფრო ძლიერი ჩოგბურთელებითაა დაკომპლექტებული . ბოლო-ბოლო ამ ბადეშია ფედერერი და ნადალი .
ქვედა მხარე (Bottom half) - საინტერესოა ალექანდრ ზვერევის გამოსვლა , მით უფრო 2 კვირის წინ მონრეალის მასტერსის მოგების შემდეგ . ასევე ჩილიჩი/ისნერის წყვილი იკვეთება მერვედფინალში და ჩემი აზრით ზუსტად ეს ორი ჩოგბურთელი იქნება ამ ბადიდან ფარული ფავორიტი . თან ისნერი კარგ ფორმაშია , აკრიბა რამდენიემ წვრილი ტურნირი ზედიზედ .
ეს ქალების ბადე -
https://en.wikipedia.org/wiki/2017_US_Open_...men%27s_Singlesპირველივე წრეში შარაპოვა - ჰალეპი .
საინტერესოა წელს ყველაზე მეტი თამაშის და 6/6 wta ტიტულის და აქედან 2 მასტერსის მომგები ელენა სვიტოლინას გამოსვლა . თან დიდ სლემებზე არც თუ ისე წარმატებულად გამოდის და დროა მანდაც თქვას თავისი სიტყვა .
This post has been edited by Corvette on 26 Aug 2017, 21:56