#21977936 · 10 Oct 2010, 14:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ისეთი ხელოსანი შემხვდა, რომ არავის ვურჩევდი. ვითომ შეაკეთა სახურავი, წავიდა. წვიმა მოვიდა, ჩამოვიდა წყალი, დავურეკე, მოდი, შეაკეთე-მეთქი, რამდენიმე დღის მერე მოვიდა, პრეტენზიებით, ავიდა სახურავზე, იბრახუნა, ლამის თავზე ჩამოგვანგრია სახურავი, რა გააკეთა, კაცმა არ იცის (მე ვერ ავედი, ვერ შევამოწმე), მერე კიდევ ისე, რომ არც უთქვამს, რომ მეგონა მუშაობდა და სამზარეულოში შევედი, ჩამოვიდა სახურავიდან და გამეპარა. დავურეკე, სად ხარ კი მაგრამ მეთქი, მე დავასრულეო და წავედიო. მეთქი ან არ უნდა მოსულიყავი, ნახვამდის მაინც გეთქვა, ადამიანები არ ვართ-მეთქი ან რა გააკეთე ის მაინც მითხარი მეთქი. მაგას მაინც ვერ გაიგებ და რა მნიშვნელობა აქვსო (?!)
ეს არის "სიტყვა და საქმიდან" მოძიებული ხელოსანი, რომელსაც არავის ვურჩევ, უზრდელი და გაუზრდელი, საზოგადოებაში მოქცევის წესები რომ არ იცის და ოღონდ ფული აგწაპნოს, იმას ფიქრობს. თუკი ვინმე წააწყდებით სადმე (მაგ: სიტყვა და საქმეში) ამ კაცის სახელს და ტელეფონს, გაფრთხილდით, აფერისტია და მატყუარა, ფულს იღებს და საქმეს არ აკეთებს და კიდევ უამრავი პრეტენზია აქვს, ყველაზე მთავარი, ისე გაიპარება არც გეტყვის ნახვამდისო. ამ "მარგალიტს" ჯემალი ჰქვია : 899 51 32 63 გაფრთხილდით მისგან!
|