სპორტის აქტიური გულშემატკივრები აუცილებლად შენიშნავდით, სტადიონზე თეთრი მაისურებით შემოსილ ქომაგთა ჯგუფს. ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი 11 სექტემბერს ჩაეყარა, საზოგადოებაში "ქართული სპორტის ქომაგების" სახელით არის ცნობილი. მისი შექმნის იდეა სპონტანურად წარმოიშვა, ენთუზიაზმით აღვსილი ადამიანების ჯგუფის მიერ და ძალიან მალე ჰპოვა რეალური განვითარება.
თავიდანვე მოგახსენებთ, რომ "ქომაგებს" არ გვყავს სპონსორი და ჩვენივე ხარჯებით ვცდილობთ მინიმალურად საჭირო ინვენტარის შეძენას ("ქომაგის" სპეციალური მაისური, ბანერი, დასარტყამი ინსტრუმენტები და ა.შ.). ჩვენი ერთობა მიზნად ისახავს სტადიონზე ორგანიზებული ქომაგობის დანერგვასა (რაც ჩვენს მიერ შექმნილ შეძახილებსა და სიმღერებში გამოიხატება) და მოთამაშეთა სრულ მხარდაჭერას. გულშემატკივრობა იქნება, როგორც ეროვნული ნაკრებთა თამაშებზე ასევე სხვა ასაკობრივი ნაკრებების თამაშების დროსაც. ჩვენს სპორტსმენებს ნამდვილად სჭირდებათ მხურვალე ქომაგობა და გვერდში დგომა. შესაბამისად, ჩვენც ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, წყალბურთელებს, მორაგბეებს თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებს აუცილებლად დავუდგებით გვერდში.
ჩვენი "ნათლობა" მალტასთან გამართულ, 8 ოქტომბრის თამაშზე შედგა (თუმცა, მანამდე "დინამო"-"სამტრედიის" მატჩს დავესწარით და ერთგვარი რეპეტიციაც გამოგვივიდა) და ვფიქრობ, 26-ე სექტორი (რომელიც, ამიერიდან ჩვენი სექტორი გახდება) გამორჩეულად გულმხურვალედ უჭერდა მხარს ჩვენს ბიჭებს.
ასევე ვეწვიეთ ჩვენს წყალბურთელებს და ყველანაირად ვეცადეთ მათ გამხნევებას, იტალიელთა წინააღმდეგ. აღნიშნული "ქომაგობა" გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 17 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. ერთი სიტყვით, ჩვენს ბიჭებს ბოლომდე გვერდში დგომასა და თავგანწირულ ქომაგობას ვპირდებით.
ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საჭიროა თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკაიპისა და ფეისბუქის მისამართი) გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: admin@worldsport.ge . ვისაც სურს ქომაგის სპეციალური მაისურის ტარება, 15 ლარს ვრიცხავთ ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი იხილეთ ქვემოთ). ბილეთების შეძენა მოხდება თამაშების წინ ორგანიზებულად. ყველაფერს იხილავთ ჩვენს მხარდამჭერ "მსოფლიო სპორტის" საიტზე: www.worldsport.ge , ან ჩვენი ფეისბუქის გვერდზე: "ქართული სპორტის ქომაგები".
მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, შემოგვიერთდით ამ ქართულ და მართლაც ღირსეულ საქმეში. ჩაიცვით თეთრი (ან წითელი) მაისურები, შევძახოთ გულმხურვალედ ბიჭების გამარჯვებისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს!
დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კავშირის ორგანიზატორებს:
855 999 222 - ბექა ბუაჩიძე. Skype: beqa_nevada
855 52 87 33 - ამირან ურუშაძე. Skype: amo_publicishepta
897 356 653 - ბექა ნოზაძე. Skype: aligatorii1
Facebook:
http://www.facebook.com/pages/kartuli-spor...107966629264188 .