ქართველი ფეხბურთელები დღეს ლატვიის ნაკრებთან ითამაშებენ
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ (ამ წელს ბოლო) შეხვედრას ლატვიასთან სტუმრად გამართავს . ნაკრები რიგაში გუშინ, ნაშუადღეს ჩაფრინდა.
თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელია: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, ლევან კაკუბავა, ლევან კობიაშვილი, გოგიტა გოგუა, ჯანო ანანიძე, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლადო დვალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი.ლატვიური ვებგვერდების ყურადღების ცენტრში, თემურ ქეცბაიას გარდა, ჩვენი ნაკრების ლიდერები არიან - კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი... ბალტიისპირელები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ზურაბ ხიზანიშვილი გამოტოვებს. ისინი უფრთხიან ფორვარდ ლადო დვალიშვილს, რომელმაც ჰაიფას "მაქაბიში" გადაბარგებამდე ლატვიელებს რიგის "სკონტოში" თამაშით დაამახსოვრა თავი.
"მარის ვერპაკოვსკისის არყოფნა ლატვიელებისთვის პატარა დანაკლისი არ არის. თუმცა ეს არ მოგვადუნებს. ლატვიის ნაკრების მატჩების ჩანაწერები ვნახეთ, მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. რიგაში მოსაგებად ჩამოვედით და 3 ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - თემურ ქეცბაიას ეს კომენტარი ერთ-ერთმა ლატვიურმა გამოაქვეყნა.
ამასთან, ლატვიის ნაკრების თავკაცმა ალექსანდრს სტარკოვსმა, ჩვენი ნაკრების "დასაზვერად", მალტასთან მატჩზე ერთ-ერთი ასისტენტი ვლადიმირ სერბინი მოავლინა.
"მალტელებთან მატჩში აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველო გამარჯვებაზე აქცენტირებული გუნდია. ამასთან, ეს ნაკრები ახლა უფრო მწვავედ და ორგანიზებულად უტევს და გამოუყენებელი საგოლე მომენტების მიუხედავად, გარჯა მაინც დაუფასდათ და დამსახურებული და მატჩის მიწურულს გატანილი გოლით დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს", - აცხადებს სერბინი.
თავად სტარკოვსკის თქმით კი, საქართველოს ნაკრები მათთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა.
"ს გუნდი ახლა უკეთ თამაშობს, ვიდრე ორი წლის წინათ, როცა თბილისში 3:1 მოვუგეთ. ქართველებმა შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყეს, რაც მათთვის სტიმული აღმოჩნდა. ეს გუნდი პროგრესირებს. საბერძნეთში წაგების შემდეგ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. ვიცი, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ - გოლის გატანასა და კარის უსაფრთხოებაზე თანაბრად უნდა ვიზრუნოთ", - აღნიშნა სტარკოვსმა.
ლატვიისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩი თბილისის დორით 21.00 საათზე დაიწყება. თამაშს პორტუგალიელები უმსაჯებენ. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა "პირველი არხით" იქნება შესაძლებელი.
მასალა მომზადებულია გაზეთ "ლელოს" მიხედვით.
ლიცემერი: აბა ფეხბურთის ქომაგნო , ნოსტრადამუსებო და ლელაკაკულიებო ,

რას ფიქრობთ, გავთხრით დღეს ლატვიას?
This post has been edited by licemer on 12 Oct 2010, 14:14
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.