me vs meთემის იდეას შენგან ვსესხულობ.
ვირჩევთ ერთ ადამიანს, სავარაუდოთ აქ მპოსტველს და ვუსვამთ კითხვებს სოციალური და პერსონალური სივრციდან. ინტიმურ სივრცეში შეჭრილი თემა სხვა განყოფილებაში არსებობს, ამიტომ ფილიალს აქ არ საჭიროებს.
ძირითადი მიმართულება: ორიგინალური კითხვები-ორიგინალური პასუხები (ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური კულტურულ-ინწელექტუალური გადმოსახედიდან) ანუ "აჩკებიანი" კითხვები რაა.
მივესალმები ჯანსაღ იუმორს!
პირველ რიგში თემაში ვიძახებ მინერვას, მინერვა თავის მხრივ გამოიძახებს სხვას და ა.შ.
minervaსალი ჯერ შენივე კითხვებს დაგისმევ ადრე მე რომ გავეცი პასუხები

1. რა ფერია ის რაც არ ჩანს?
2. უნდა დავკარგოთ თუ არა ის რაც ვიპოვეთ და როგორ?
3. რა ღირს რამედ და რა ღირს არაფრად?
4. ჩემი უფრო მეშინია თუ მე უფრო ვაშინებ?
5. უჩინმაჩინის ქუდის ქსოვა უფრო იოლია თუ წითელი ბერეტის?
6. რატომ არა აქვთ ჭიანჭველებს საზარდულის თიაქარი?...
ეხლა ჩემს კითხვებს?
შენს ფანჯრებთან აყვავებული საკურასთვის თუ დაგიმტვრევია ტოტები?
ბეწვის ხიდზე თვალახვეულს გაგივლია?
დილით რა ხასიათზე იღვიძებ?
როგორ გგონია "ბედის ვარსკვლავი" არსებობს თუ შენ ხარ შენივე ცხოვრების შემოქმედი ?
რა როლი გაქვს შენს ცხოვრებაში?
U need a reason to love?