მაშ ასე

დაჟდალის. ბარსასTვის რეალის შემდეგ ყველაზე ძლიერი მეტოქეა ვალენსია და ელ კლასიკოს შემდეგ ბარსასთვის ეს მატჩები ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა პირველობაზე.
ვალენსიასაც და ბარსასაც სამი თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა-9 ქულა აქვთ.ორივე გუნდი საუცხოო ფორმაშია და ჯერჯერობით პრიმერას მოგების ორი მთავარი კონკურენტები არიან.
ვალენსიაში მეორედ დაიბადა ფერნანდო მორიენტესი.სიმართლე გითხრათ სკეპტიკურად ვუყურებდი მის გადაბარგებას ვალენსიაში,მაგრამ ჯერჯერობით ამტკიცებს,რომ უმაღლესი დონის ფორვარდია.
ასევე ამბობენ ვისენტეც კარგ ფორმაშიაო,ნუ იყო,სანამ ვარჯიშზე სულელურ ტრავმას მიიღებდა.ახლა არ ვიცი.ამაზე დაწვრილებით ალბათ ვალეს გულშემატკივართა დიდი არმია გეტყვით ამ განყოფილებაში.
ბარსას რაც შეეხება,ნელნელა შევდივართ სეზონში და მატჩიდან მატჩამდე ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს.რაიკაარდის როტაციული პრინციპი ჯერჯერობით 100% ამართლებს.ყველაფერი ნორმის მიხედვით მიდის და სეზონის მშვიდად ჩამთავრება არ უნდა გაგვიჭირდეს ამ შემადგენლობით.მართლა ძალიან გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს დღეს.რაც მთავარია ფეხბურთელები უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ და მიესალმებიან როტაციას.მოკლედ რომ ვთქვა გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს,როგორც იტყვიან საჩემპიონო

ვალენსია ალბათ სხვანაირად ფიქრობს და ამ გუნდის რეალური ძალა და ამბიცია კვირას საღამოს გამოჩნდება.ვალეს არავინ სთხოვს ქულების წამოღებას ნოუ კამპიდან,მთავარია მათ შინაარსიანი და საინტერესო ფეხბურთი აჩვენონ და დაამტკიცონ,რომ მათაც შეუძლიათ მაღალი დონის თამაშის ჩვენება ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.
წინა სეზონში ალბათ გახსოვთ ამ ორი გუნდის დაპირისპირებებეი.ნოუ კამპზე 2-2 ვითამაშეთ და ეს თამაში გამოდგა ძალიან კომიკური,პირდაპირ ვალდესის და კანისარესის ბენეფისად იქცა უარყოფითი ნიშნით.იმედია წელს ეს მეკარეები უფრო მაღალი დონის თამაშით დაგვამახსოვრებენ თავს.
მეორე წრეში კი გასვლაზე ბარსამ პირწმინდად წააგო ვალენსიასთან 1-0,აქვე ასევე მადლობა ვიქტორ ვალდესს

ამ მეკარეს რაღაც სჭირს ვალნსიასთან და იმედია წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
ბარსას რევანში აქვს ასაღები ვალენსიასთან,თანაც სისხლიანი რევანში.ბოლო წლებში კატალონიურ გრანდს ძაან უჭირს ვალენსიას წინააღმდეგ თამაში და მარტო ის რად ღირს,რომ 4 წელია ჩვენ მათთვის ნოუ კამპზე არ მოგვიგია.
პირადად მე სულმოუთქმენლად ველი ამ თამაშს და გული მიგრძნობს ეს თამაში კიდევ დიდხანს არ დაგვავიწყდება.
V=VENDETTA! დროა დრო!