მოგეხსენებათ ფორუმი და რამდენმე სხვა პარტია გამოვიდა ინციატივით რათა შეიცვალოს აარჩევნო კოდექსი.
მიზეზი მარტივია - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთAვრდეს საუბარი გაყალბებებზე, ანუ ჩAტარდეს ისეთი არჩევნები რომელიც ვერ გაყალბდება.
მოკლედ უმუშავიათ ამ ხალხს და დაუდიათ დოკუმენტი
http://forumi.ge/index.php?option=com_cont...4671&Itemid=177 რას ფიქრობთ მოგწონთ ? არ მოგწონთ ?
რატომ ? კი ან რატომ არა ?
მხოლოდ პატარა ნაწილს დავაკოპირებ ლინკიდან
ამომრჩეველთა სიაამოცანა - ამომრჩეველთა ზუსტი სიის დადგენა, რისთვისაც აუცილებელია ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის ისეთი მეთოდი, რომელიც გამორიცხავს საარჩევნო სიაში ერთი და იმავე პიროვნების ორჯერ არ მეტჯერ რეგისტრირებას. ამ შედეგის მისაღწევად და საზოგადოებისათვის სანდო საარჩევნო სიების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შესაქმნელად აუცილებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენა შემდეგი მონაცემების საფუძველზე:
_ ამომრჩევლის სახელი და გვარი;
_ დაბადების თარიღი;
_ ამომრჩევლის პირადი ნომერი;
_ რეგისტრაციის მისამართი;
_ ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემები (ხელების ათი თითის ანაბეჭდის ელექტრონული სურათი და პირისახის ბიომეტრიული ფოტოსურათის მიხედვით დადგენილი ბიომეტრიული პარამეტრები).
...........................
კენჭისყრაში ერთი და იმავე პიროვნების ორ ან მრავალჯერად მონაწილეობის გამოსარიცხად უნდა გაიწეროს ხმის მიცემის პროცედურა ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით.
1. საუბნო საარჩევნო კომისიის ბიულეტენების გამცემი კომისიის წევრი საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა ბიომეტრიული იდენტიფიკაციის საფუძველზე;
2. კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის ამომრჩეველთა იდენტიფიკატორთან და ერთ თითს ადებს ამისთვის განკუთვნილ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ საიდენტიფიკაციო აპარატი დაადასტურებს ამომრჩევლის იდენტურობას საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში არსებულ ამომრჩეველთან, მონიტორზე გამოჩნდება ამ ამომრჩევლის ფოტოსურათი და მისი სახელი და გვარი. თუ იდენტიფიკატორმა არ დაადასტურა ამომრჩევლის იდენტურობა უბნის ამომრჩეველთა ელექტრონულ სიაში არსებულ ამომრჩეველთან, იდენტურობა მოწმდება სხვა თითის (თითების) მიხედვით.