მე ვფიქრობ ფორუმის პოლიტგანყოფილებას ერთი ან რამოდენიმე ლობისტი გვჭირდება პარლამენტში, რომ ჩვენი პოზიცია დეპუტატებამდე მიიტანოს.
თუ დეპუტატები შემოდიხართ ფორუმზე, მოიფიქრეთ ეს იდეა.
ფორუმის პოლიტგანყოფილება ერთად-ერთი ადგილია, სადაც ელექტორატის განწყობას და პოზიციას დაუყოვნებლივ გაიგებთ და მიიტანთ საკანონმდებლო ორგანომდე, ეს თქვენთვისაც მომგებიანი იქნება და ჩვენც დაგვეხმარება ჩვენი ინტერესების სათანადოდ დაცვაში. იმდენად სწრაფად და ხშირად იცვლება კანონმდებლობა, რომ სახოგადოება ვერ ასწრებს რეაგირებას და თავისი პოზიციის დაფიქსირებას.
შედეგად ხშირად ახლად მიღებული კანონი შესაცვლელი ხდება, რათა საზოგადოების ინტერესები რეალურად იქნას გათვალისწინებული.
მოკლედ, ლობისტი გვჭირდება და მოდით ვითანამშრომლოთ დეპუტატებო. ამ განყოფილებაში როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებიც შემოდიან, შესაბამისად ეს ჩემი მიართვაც ეხება ყველა დეპუტატს, აქაა ტქვენი ელექტორატი რეალურად წარმოდგენილი და მოდით იმაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ვინ უფრო უკეთ იტანამშრომლებთ ამომრჩევლებთან
ველი დეპუტატების გამოხმაურებებს!!!!!!!!!!!!!!!
This post has been edited by mmb on 13 Oct 2010, 10:03