თავისთავად კარგი აქციაა რადგან ბევრი მიიღებს განათლებას მაგრამ აქვს ერთი დიდი უარყოფითი მხარეც,
(ადმინს ვთხოვ ეგრევე არ წაშალოს ეს თემა რადგან ბევრისთვის დიდი მნიშვნლეობა აქვს)
უკვე მთელი საქართველოს მოსახლეობა მოინდომებს ინტერნეტში ჩართვასაც რომლიდანაც მიეწოდებათ გაუფილტრავი ინფორმაცია, პორნო, ძალადობა, მკვლელობა თუ ათასი ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაცია, რომლის გაგებასაც არცერთი ქართველი მშობელი არ უსუსრვებს თავის შვილს, რო ცნობიერება არ დაუზიანდეთ. ძირითადად ეს მასალა მოულოდნელად ამოხტება ხოლმე რეკლამაგანთავსებულ საიტებიდან (უფრო warez-ებიდან).
მოკლედ ვისაც არ გინდათ რომ თქვენ შვილებს ნერვოზები დაეწყოთ ან ბებიამის ინფაქტმა დაარტყას

დაიცავით კომპიუტერები შემდეგნაირად
1. დააყენეთ
http://www.opendns.com/ ეს არის უფასო ფილტრი არასასურველი მასალებისგან,
დარეგისტრირდებით და ვიზუალურად ნახავთ ინსტრუქციაში თუ როგორ გაწეროთ DNS-ები და დაისვენებთ თქვენც და თქვენი ოჯახიც
2. ინტერნეტში შედით მხოლოდ
Mozilla Firefox პროგრამით და დაუყენეთ დანამატი
NoScript რომელიც სრულიად დაიცავს არასასურველი რეკლამებისგან. ესეც პროგრამები
Mozilla Firefox -
http://www.mozilla.com/ka/NoScript -
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/do....xpi?src=search (ეს დალუქავს ეგრეთწოდებულ გარყნილობობის კარიბჭეს რუსული სარეკლამო საიტებიდან, ქართველმა Ucoz-ისტ ბავშვებმა კი სხვანაირად იშოვონ ფული თავიანთი Warez საიტებიდან, და არა ქართველი მოსახლეობის ცნობიერების დაბინძურების ხარჯზე)
თუ ვინმემ სხვა დაცვის მექანიზმები და პროგრამები იცით დაწერეთ და განვიხილოთ, მაგალითად:
Cybersitter,
NoADS და ეგეთები
წესით ნორმალურ ქვეყანაში ამას თვითონ პროვაიდერები უნდა ფილტრავდნენ, იმედია მალე ჩვენთანაც ეგრეც იქნება.
(ადმინს ვთხოვ არ დაბლოკოს და სხვა განყოფილებებშიც დაამატოს ეს თემა რო ბევრმა დაიზღვიოს თავი)
[B][/B]