ძვირფასო ფორუმელებო....
გაიხსენეთ 2003 წლის რევოლუციური პერიოდი... რა გულანთებულნი და რამხელა იმედი გქონდათ საქართველოს გაერთიანებისა.... გაიხსენეთ პუტინის ემისარი ივანოვი, რომელმაც მშვიდობიანად გადააბარა თბილისისა და ბათუმის გასაღები ბელადს.... გაიხსენეთ აჟიტირებული ბელადი რომელიც სოხუმისა და სამაჩაბლოს შემოერთებაზე ზღაპრებს რომ გიამბობდათ... სასიამოვნო სიმღერა...სოხუმის მატარებელი.... არანაკლებ სასიამოვნო კოკოითი ფანდარასტ....
ლოზუნგები და აქციები პლაკატებით აღარ გვინდა "ნატაშა გვინდა ნატო"...
სად გაქრა ეს ყველაფერი...... რატომ არ ვთხოვთ ბელადს და მის დამქაშებს პასუხს დანაპირების შესრულებაზე? პრეტენზია გვაქვს ევროპელობაზე და ელემენტარული პასუხის მოთხოვნაც არ შეგვიძლია....
აღარ მინდა გავიხსენო ფორუმ.გე-ს იმ დროინდელი საგმირო თემები...სოხუმისა და ცხინვალის ელვისებური დალაშქვრისა და შემოერთების შესახებ.... : შეგნებულად არ დავასახელებ ჩვენ პატრიოტ ფორუმ იუზერებს, რომლებიც ცხინვალს აძინებდნენ და აფხაზეთში საქართველოს დედაქალაქის გადატანის ინიციატივას აფეტიშებდნენ
დღეს იგივე ბრიგადა აქტიურობსბელადის სხვა უფრო გრანდიოზულ იდეებზე... ეპოქალურ გადაწყვეტილებებზე.... ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე... - ისე ასეთი ქაჯობა მართლა ეპოქალურია ოღონდ სისულელის მასშტაბში
ბურების ჩამოსახლება ხომ საერთოდ... დავით აღმაშენებელი სად მოვა ბელადთან.... იმან უვიცი მაგრამ მეომარი ყივჩაღები ჩამოასახლა, ხოლო ეს ქართველობაზე 1000 თავით მაღლა მდგომ ჰოლანდიური წარმოშობიე აფრიკელი კოლონიზატორების შემოტყუებას ცდილობს....დიდება ბელადს! პრომიშისტულმა დაჯგუფებამ ჩვეულ ფორმაში მოახდინა თემატიკისათვის ეპოქალური და არმშენებლობითი ელფერის მინიჭება...
ამ კუთხით დიდ ასტაპ ბენდერსაც შეშურდებოდა მათი....
მალე შემოვა თემები ....თბილისი-ვასიუკი..... როცა კოსმოსური ხომალდები წარწერით მიშა მაგარია დალაშქრავენ სამყაროს უკიდეგანო სივრცეებს....
ხოლო ისეთი არაპოპულარული საკითხები როგორიცაა სოხუმში დაბრუნება და სამაცაბლოს შემოერთება იდეების სასაფლაოზე დაიმარხება.... პოლიტიკური მიწის მიყრის საქმიანობას ფორუმ.გეს შეასრულებს.... საკმაოდ ბევრია აქ ასეთი მომხმარებელი...

ზოგი ამას სათანადო თემასაც მიუძღვნის და ბოლოს შეგეკითხებათ კიდევაც.... თქვენ რას იტყვით მეგობრებო....რაში მეთანხმებით და რაში არაო

რაღა დროს სოხუმი და ცხინვალია, როცა საქართველო მსოფლიოს ჭიპი ყოფილაო... აქ გადის დედამიწის ყველა გრძედი და განედიო... ასე რომ არ ყფილიყო ბელადი სხვაგან დაიბადებოდაო...
არ ვაფასებთ ბელადსო... მერე დააფასებთო.... უკაცრავად და როდის მერე..... ეგ არსად წასვლას არ აპირებს და როდის გაგვიხდება მაგის წასვლა სანანებლად
გვანანეთ რა ეს უმადურები ერთხელ მაინც ....
გამეცით პასუხი.... რატომ არავინ თხოვთ ბელადს დანაპირების შესრულებას.... რატომ არ დაგვაბრუნა სოხუმში.... რატომ ზის კოკოითი ისევ ცხინვალში და რატომ არ ფრიალებს საქართველოს დროშა მამისონის საგუშაგოზე?
რატომ არ გვაღირსეს მაპი, რატომ გაქსუვდნენ მისი ერთგული რევოლუციონერები, რატომ იჭერენ ამდენ ჩინოვნიკს ქვეყანაში სადაც კორუბცია ნულამდე ყოფილა დაყვანილი...
რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან სადაც ბიზნესის წარმოება მსოფლიოში ყველაზე მარტივი ყოფილა...
და საერთოდ... რატომ ბელადი და არა სხვა....
მითხარით... რას აკეთებს ეს ტიპი ისეტს გარდა ქვეყნის დასლისა... რომ წარმოაჩენთ შეუცვლელად.... პასუხი ეგ თუ არა აბა "გრეჩიხა ჯობდა" არ მიიღება.... გრეჩიხაც მიშას პროექტია...
ასევე გთხოვთ ამიხსნათ ბელადის მაგიერ რომ დავსვათ ვინმე ქიბროწაშვილი კახური მამაპაპური მეტყველებით.... რითი იქნება ბელადზე ნაკლები? თუ ყვეყანას ბელადის პერიოდში 7 მილიარდი დოლარიტ დაეხმარა დასავლეტი და თუ დღემდე ისინი გვარჩენენ რაღას მიკეთებს ეგ ბელადი... ქიბროწასვილიც გააკეთებს ყველაფერს... თან ვეყვარებით მაინც ამ გამყიდველისგან განსხვავებით!...
ეს არის თემა სადაც შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი ოხვრა, სადარდელი ან სიხარული და ბედნიერება, ჩათვალეთ ფსიქოლოგთან ან მამაოსთან ხართ ....
ამ ტემაში ყველას გაქვთ საშუალება საკუთარ თავს და ნასაქმარს გვერდიდან შეხედოთ