23 აპრილს, თბილისისთვის უჩვეულოდ ქარიან დღეს, ერთი მეტად ჩვეული თარიღის (საერთაშორისო მასშტაბით) აღსანიშნავად გავემართეთ. facebook-ზე ასეულობით წამომსვლელი ადამიანიდან მხოლოდ ათეული თუ შევრჩით პუშკინის ბაღს... თუმცა, საკმაოდ მრავალფეროვანი ათეული, თავისი ეთნიკური, პროფესიული თუ სხვა სახის მახასაითებლის მიხედვით.
ეს სანტერესოა, მეტიც, კარგია!
ჩვენი Flash- Mob ისეთი პატარა იყო, ისეთი... აი, ერთ მრგვალ სკამს რომ თამამ წრეს შემოარტყამ.
ალყა იყო, წიგნებით ხელში.
შეკრებილნი როგორ შთაბეჭდილებად გავიფანტეთ მოსახლეობში, ვერ გეტყვით, არ შეგვიმჩნევია.
ან როგორ შევამჩნევდით, ჩვენ ხომ წიგნის დღეს ერთობლივი წაკითხვით აღვნიშნავდით...
საბავშვო ან მეტ-ნაკლებად საბავშვო წიგნებიც დავტოვეთ, სოფელ ანაგის "დღის ცენტრისთვის" გადასაცემად.
წიგნებს დავაბარეთ, ბავშვებს გაუფრთხილდითო.
მოკითხვა, სიყვარული და კეთილი სურილებიც გავაყოლეთ.
ფურცელ-ფურცელ შევუნახეთ ჩვენი სითბო.
ამ შფოთიან ქალაქში ცოტანი ვიყავით.
ცოტანი!
მაგრამ
ერთი რამ ცხადია -- ყველანი გავმდიდრდით ამ დღით, საქმით, ერთმანეთით...
მომავალში, ალბათ, გავმრავლდებით კიდეც.
შემოგვიერთდებით, ალბათ!..
ორი რამ ითქვა ამ "აქციით":
1. წიგნის ხიბლს რომ ვერც ერთი სახის ეკრანი ვერ ჩაანაცვლებს და
2. და... აქვე, ჩვენთან, ადამიანებს სჭირდებათ, რომ ვიღაცას ახსოვდეს... ამ შემთხვევაში, ჩვენი ხელი სოფელ ანაგის "დღის ცენტრს" გავუწოდეთ.
წიგნებს მალე ჩავუტანთ!
ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს. (c) ჩარლი ჩაპლინი