*არ არსებობს ქრისტეანობა უეკლესიოდ *
*პროტესტანტიზმმა გამოუცხადა რა პაპისტურ რომს პროტესტი, არ აღადგინა ძველი ქრისტეანობა, არამედ ერთი დამახინჯება ქრისტეანობისა შეცვალა მეორით *
*ახლა ამჯობინებენ ილაპარაკონ ქრისტეანობაზე და ამასთან ქრისტეანობას განიხილავენ როგორც რომელიღაც ფილოსოფიურ ან ზნეობრივ სწავლებას*
*„წმინდა“ „სახარებისეულ“ ქრისტეანობას*.
(ციტირებულია:
http://www.orthodoxy.ge/apologetika/qristi..._ueklesiod.htm)*ომი, სამხედრო საქმე და ქრისტეანობა*
(ციტირებულია:
http://didgori.wordpress.com/2010/02/10/om...aqme-da-qrist/)* წმ. ანდრია მოციქულმა, შემოიარა შავი ზღვის მთელი სანაპირო ოლქები და როდესაც მიაღწია ამიერკავკასიას, ქრისტეანობა აქ, კოლხეთსა და აფხაზეთშიც იქადაგა*
*წმინდა მოციქულთა შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტეანობა კიდევ ერთხელ იქადაგა წმ. ნინომ*
*326 წლისთვის ქრისტეანობა ივერიაში იმარჯვებს და წმ. ნინოს ქადაგების წყალობით ადის სახელმწიფო რელიგიის რანგში*
(ციტირებულია:
http://www.oldorthodox.ge/ist_mokle.html)*ქრისტეანობა აღამაღლებს ადამიანს ზეციურ სამყარომდე*
*ხსნის დოგმატის გარეშე არ არსებობს ქრისტეანობა*;
*ქრისტეანობამ გადაუშალა ადამიანს მთელი სიღრმე ცოდვისა*
(ციტირებულია: მართლმადიდებლური შემეცნებითი ვებ პორტალიდან
http://faith.ge/index.php?newsid=472)* მასუკან დიდმა დრომ განვლოო, ამბობენ ახალი მქადაგებლები, კაცობრიობამ საგრძნობელი ნაბიჯი წადგა წინ და მეტად განვითარდა, კაცის გონება მას უკან გაიზარდა, გაფართოვდა, გამეცნიერდა და ყველა ამის გამო ქრისტეანობა დღევანდელი კაცობრიობისათვის იმგვარადვე გამოუსადეგარია, როგორც პატარა ბალღის ხალათი სრულწლოვანი ვაჟკაცისათვისო.
როგორ?! ქრისტეანობა მოძველდა, ქრისტეანობას აღემატება ზნეობა-გონებით განვითარებული კაცობრიობა?*
( კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) –სიტყვა წმინდა ნინოს დღეს. ციტირებულია:
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/leonide/ninooba7.htm)*ქრისტეანობა
ქვეყანაზედ ახლაც არის და უწინაც იყო ბევრი სხვა-დასხვა სჯული, მაგრამ არც ერთი არ არის ჭეშმარიტი, გარდა ქრისტეანობისა. ღვთისაგან განცხადებული ჭეშმარიტება მოიპოვება მხოლოდ ქრისტეანობაში და ძველი აღთქმის სჯულში, რომელიც იყო მომზადება ქრისტეს სჯულისათვის.
ქრისტეანობა არის ერთადერთი სჯული, რომელიც აკმაყოფილებს კაცის სულის ყოვალსავე მოთხოვნილებას. ამ სჯულმა არ იცის გარჩევა ტომისა, ეროვნებისა, სქესისა და ასაკისა: თვით სახარება არის წიგნი სამარადისო, ყველა დროისა და ყველა ხალხისათვის გამოსადეგი, საჭირო და გასაგები; როგორც ამ ცხრამეტი საუკუნის წინად, ისე ეხლაც ქრისტეანობას აქვს ერთი და იგივე ცხოველი ძალა; მისს საკეთილო და სასარგებლო ძალას განიცდიან, როგორც მდიდარნი, ისე გლახაკნი, როგორც სწავლულნი, ისე უსწავლელნიც. მხოლოდ ქრისტემ აუწყა ქვეყნიერებას ისეთი სწავლა-მოძღვრება, რომელიც ძველებურ ბრძნებს, სჯულის მდებელებს, ზნეობის მასწავლებელებს არც თვალით უხილავთ, არც ყურით სმენიათ და არც ფიქრად მოსვლიათ. მხოლოდ ქრისტეანობამ აუწყა კაცობრიობას, ყველანი ერთმანეთის ძმები ხართო; მოსპო მონობა და კანონის წინაშე გაათანასწორა ყველანი; იქადაგა საყოველთაო სიყვარული, რომელიც შეიცავს ყველას, განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა და მდგომარეობისა. ამოტომ ყველამ უნდა სცნას, რომ ქრისტეანობა არის ჭეშმარიტი სჯული, ჭეშმარიტი სარწმუნოება და მისი დამფუძნებელი ქრისტე იესო არის ღმერთკაცი*.
(სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. ციტირებულია:
http://www.orthodox.ge/index.php?id=damckebtatvis/doc13.php)*საქმე ორი რეჟიმის ბრძოლაში კი არაა, არამედ რწმენასა და ურწმუნოებას, ქრისტეანობასა და ანტიქრისტეანობას შორის ბრძოლაშია“.*
(მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე. ციტირებულია:
http://www.orthodoxy.ge/skhva/sakh-katekhizmo2.htm)*საკუთნავი, შესახვედრი ქრისტეანობისა, ქრისტეანული, христианский.
ქრისტეანობა, საზოგადოობა ქრისტეანეთა, христианство*.
(Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили. ციტირებულია:http://www.slovarus.info/gru_1812.php?id=%26%234321&pg=7)
რა თქმა უნდა ასევე ხშირად გამოიყენება გამოთქმა ქრისტიანობა.
მე იმის ჩვენება მინდოდა, რომ ეს პრობლემა არსებობს და ჯერ ერთი აზრი არ ჩამოყალიბებულა.
თვით
http://www.orthodoxy.ge–ზე, რომელიც ვფიქრობ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საიტი, ორივენაირი ფორმის გამოყენება გვხვდება.