ნოღაიდელის პარტია "ქართული პარტიიასთან" თამანშრომლობისთვის მზად არის
12:21 13-10-2010
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" "ქართული პარტიის" დაფუძნებას მიესალმება და ახალ პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
"ამ პარტიის ლიდერებს კარგად იცნობს ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთად შეიკრიბნენ ადამიანები, ვისაც სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდის და ამ მიზნით ქვეყნის მატერიალურ რესურსებს და მათ მიერ შექმნილ რეპრესიულ მექანიზმს იყენებენ.
ექსპრემიერის მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ "სააკაშვილისა და მისი რეჟიმის უგუნურ, საქართველოსათვის დამღუპველ მოქმედებასთან" ბრძოლა მხოლოდ ყველა ჯანსაღი ძალის ერთობლივი ძალისხმევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
"მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადეაში.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების - ~ქართული პარტიის~ პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. პოლიტიკურ გუნდში შედიან ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...-mzad-aris.html