#19499967 · 9 May 2010, 10:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კვირას, 9 მაისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (აღმაშენებლის 115) მცირე დარბაზის სცენაზე გაიმართება საბავშვო პოეტ შიო მღვიმელის პოეზიის საღამო. მონაწილეობას იღებენ საქველმოქმედო ფონდი „ბუდე“, ახალგაზარდა პოეტები და მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, თეატრის დირექტორატი და 23-ე საშუალო სკოლის მოსწავლეები.
საღამო საქველმოქმედო ხასიათისაა. შემოწირულება გადაეცემა 11 წლის უსინათლო, ცერებრალური დამბლით დაბადებულ ბიჭუნას, ნიკოლოზ ლეჟავას.
სპექტაკლის დასასრულს ნაჩვენები იქნება ფილმი შიო მღვიმელის ქალიშვილის ქეთევან ქუჩუკაშვილის შესახებ და ასევე ქალბატონი ქეთევანი მოგვითხრობს მამის მოგონებებზე.
დასაწყისი 5 საათზე. მობრძანდით
--------------------
Двічі в одну річку не війдеш
|