სულ ახლახანს შემოგიერთდით მეგობრებო ჩემი Nissan Tiida-თი და უკვე რამდენიმე კითხვა მაქვს:
1. CD არის ბორტკომპიუტერთან ერთად „რადნოი“ შემიძლია თუ არა შევცვალო და მაგალთად პიონერის მაგნიტოფონი ჩავაყენო?
2. ვთქვათ არ შემიძლია CD არის გაფუჭებული ამ დროისთვის და დისკს როდესაც ვდებ არ შედის.. სად მირჩევთ რომ შევაკეთებინო და დაახლოებით რა დამიჯდება (სერიოზული არაფერია დარწმუნებული ვარ)
3. შევძლებ თუ არა ბორტკომპიუტერში ტელევიზორის სიხშირის დაყენებას და მენიუს იაპონურიდან ინგლისურად გადაყვანას?
4. იაპოშკებს როგორც იცით ნავიგაციის სისტება ამვთ საკუთარი და დაქოქვისას მატყობინებს იაპონურად რაღაცას, შემძლია თუ არა „ამოვძირკვო“ ეს მამაძაღლობა.
5. GPS სისტემა საქართველოზე გადმოვა ? თუ ვერ ვქაჩავთ ჯერ მაქამდე..

)
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!