#21996130 · 11 Oct 2010, 19:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხშირად ადამიანებს ფსიქოლოგიაზე არასწორი წარმოდგენები ექმნებათ, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებული პოპულარული ფსიქოლოგიის ზეგავლენით უყალიბდებათ. ადამიანებს სურთ, მიიღონ კონკრეტული, პრაქტიკულად ღირებული ინფორმაცია, რომელიც მათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ცხადია, ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ გვეტყვის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. სამაგიეროდ მას შეუძლია გაგვარკვიოს საკუთარ თავში და გვაპოვნინოს ის ძალა რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ უფრო ბედნიერად და ჰარმონიულად ვიცხოვროთ. ვფიქრობთ, ჩვენი კურსი დაგეხმარებათ ბევრ კითხვაზე თავად იპოვოთ პასუხი.
მოგზაურობის ძირითადი მიზანი იქნება დავსვათ კითხვები ადამიანის ქცევის შესახებ _ როგორ, რატომ, რა, როდის? და იმ ქცევის მიზეზების და შედეგების შესახებ, რომელსაც თქვენ საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებში აღმოაჩენთ. ავხსნით, რატომ ფიქრობთ, გრძნობთ და იქცევით ასე და არა სხვანაირად. რითი განსხვავდებით სხვებისაგან, რაშია თქვენი უნიკალობა და მაინც, რატომ იქცევით ხშირად სხვების მსგავსად? რატომ არ გეწყობათ ურთიერთობა გარშემომყოფებთან? თქვენს ჩამოყალიბებაში მემკვიდრეობამ ითამაშა როლი, თუ პირადმა გამოცდილებამ? როგორ თანაცხოვრობს ამ რთულ ქმნილებაში – ადამიანში _ აგრესია და ალტრუიზმი, სიყვარული და სიძულვილი, სიგიჟე და შემოქმედება? ვიმსჯელებთ, როგორ და რატომ გახდა ყველა ეს კითხვა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიისთვის, როგორც ცალკე დისციპლინისთვის.
გიორგი დონაძე – პიროვნული ზრდის ჯგუფის ფსიქოლოგი (დ.ყიფიანის სახელობის კოლეჯი), ფსიქოდრამის წამყვანი (თსუ); 895 54 03 28; ელ - ფოსტა: gdonadze@gmail.com
გიორგი კალანდარიშვილი – ექიმი - ფსიქოთერაპევტი, ტრენინგ - კონსულტანტიეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიაში. გიორგი კალანდარიშვილი: 897 141393; ელ - ფოსტა: g_kalandarishvili@hotmail.com
ფასი- თვეში 30 ლარი, შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შეხვედრის ხანგრძლივობა 1,5 – 2 საათი, კურსის მინიმალური მიმდინარეობა 4 თვე.
This post has been edited by Showman on 11 Oct 2010, 19:46
--------------------
ცხოვრება მშვენიერია!
|