nino kashia
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 770
წევრი No.: 142450
რეგისტრ.: 31-January 12
|
#30318763 · 21 Mar 2012, 14:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოგონების ტომი
ეს ტომი იზოლირებულად ცხოვრობს ბანდიაგარის პლატოზე (მალის სახელმწიფოს ტერიტორია, დასავლეთ აფრიკა). ამ ტომის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 200 ათასს ადამიანს. მათ მიმართ გამოჩენილი ინტერესი იმით არის გამოწვეული, რომ დოგონებმა იციან ისეთი ასტრონომიული ფაქტების შესახებ, რომელიც თავად ასტრონომებისთვისაც კი ბუნდოვანია ან ახალი აღმოჩენილია. კერძოდ, დოგონების მითოლოგიაში მოხსენიებულია სირიუსის ვარსკვლავების შესახებ. საიდან უნდა სცოდნოდა ამ ტომს მათ შესახებ, სირიუსის შესახებ დაინტერესება ხომ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიჩინეს? ახლა კი მათი მითოლოგიის შესახებ:
დოგონებს აქვთ მდიდარი მითოლოგია შემქმნელ ღნმერთზე, რომელსაც უწოდებენ ამან-ს, პირველ წინაპარზე და კულტურულ გმირზე, რომელსაც უწოდებენ ნომმო-ს, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია ტყუპთა კულტთან; “წყლის ღვთაებებზე” – ნახევრად ადამიან და ნახევრად გველ ხალხზე; ზიანის მომტან ტურაზე, რომელსაც უწოდებენ იურუგუ-ს. მათ მიეწერებათ რთული კოსმოგონიური წარმოდგენები სამყაროს მრავალფენებზე და სხვა. წინაპართა კულტთან არის დაკავშირებული მამაკაცური საწყისის (მამაკაცთა საზოგაოდების) ნიღბებიც – ავა, რომელსაც ეზიარებიან 9-12 წლის ასაკში და ამ რიტუალის ჩატარების დროს ტარდება წინდაცვეთა. პრაქტიკაში არის მიღებული ქალთა წინდაცვეთაც. ნიღბებით პროცესია და ცეკვები ტარდება დასაფლავების, სასოფლო-სამეურნეო სანუშაოების დაწყების, ღვტებების ამანი-ს და ლებე-ს საპატივცემულოდ გამართულ ყოვლეწლიური რიტუალების, 60 წლიანი კულტის ციკლების და სხვათა დროს.
თავის ფართოდ გავრცელებულ და აღიარებულ წიგნში “წყლების ღმერთი” მ. გროელმა წარმოადგინა და ინტერპრეტაცია მისცა ერთ-ერთ კოსმოგონიურ ციკლს დოგონების მითოლოგიიდან, რომელიც ჩაიწერა მოხუცი მონადირის ოჰოტემმელი-ს მონაყოლიდან. ამ მითის შინაარსი არის დაახლოებით ასეთი. დასაწყისში ღმერთი ამანი, მუშაობდა როგორც მექოთნე (მეთიხე), შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები. შემდეგ მან აიღო თიხის პატარა გუნდა, ხელებში მოზილა და გადააგდო სივრცეში: გუნდა გაიბერა და გადაიქცა მიწად/დედამიწად. მიწა წარმოადგენდა თავისთავში/არსში ცისკენ მიმართულ ქალურ საწყისს, ქალურ ტანს ჭიაჭველის ბუდის მსგავსი ფორმით და ტერმიტების ბუდის მსგავსი კლიტორით. ამან-ს, რომელიც ცხოვრობდა მარტო, მოუნდა საკუთარ ქმნილებასთან კავშირი. როცა დედამიწას მოუახლოვდა ღმერთი, ტერმიტების ბუდის მსგავსმა კლიტორმა (აქ იგულისხმება, ალბათ აპკი) ხელი შეუშალა სურვილის დაკმაყოფილებაში, მაგრამ ღმერთმა, რომელიც ყოვლისშემძლე იყო, მაინც მოახერხა ტერმიტების ბუდის მსგავსი კლიტორის გაჭრა და ასეთი ფორმით ჩაატარა პირველი ექსციზია (ანუ ამოჭრა), ასე ვთქვათ დეფლორაცია, რის შემდეგაც შეერწყა დედამიწას, ანუ გაანაყოფიერა იგი. მხოლოდ ერთია, წესრიგის დარღვევის შემდეგ პირველყოფილ სამყაროში მოხდა ცვლილება და პირველსაწყისი სვლა საგნებისა შეიცვალა. შედეგად იმისა, რომ მამაკაცური საწყისის ქალურ საწყისთან შერწყმისას წინააღდეგობა წარმოიშვა და ეს შერწყმა განხორციელდა ბოლომდე მხოლოდ ბრძოლის შემდეგ, დაიაბდა არსება, რომელიც წარმოადგენს ღმერთის წინაღმდეგობის სიმბოლოს. ეს არსება გამოდის ბევრი ჰიპოსტაზით. მითის პირველ წყაროებში/ჩანაწერებში ეს არსება ფიგურიებს ტურის სახებით/სახით.
მხოლოდ ერთია, გვიანდელი ჩანაწერების ვარიანტებში ეს სახება უფრო რთულდება. დაბადებული თევზის ანდა გველის სახებით, ის, ეშვება დედამიწაზე და წინდაცვეთის ჩატარების შემდეგ გადაიქცევა ცხოველად – მელიად ანდა მელიის ნაირსახეობად, რომესაც ეწოდება ლათინურად Vულპეს პალლიდა (“ფერმკრთალი მელა”). ეს “ფერმკრთალი მელია”, რომელსაც მიეცა სახელი - იურუგუ, ხდება წესრიგის დამრღვევი, ანუ ქაოსის მატარებლად არის წარმოდგენილი. ეს სახება თამაშობს ძალიან საჭირო და მთავარ როლს კოსმოგონიურ მითში, გამოდის ბევრ ვარიანტში და დაკავშირებულია დოგონებში გავრცელებულ წინასწარმეტყველებასა და მკითხაობაში მელიის კვალთან. ღმერთი ხელახლა ერწყმის დედამიწას, ამ შემთხვევაში უკვე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ღვთებრივი თესლით ანაყოფიერებს მას და განაყოფიერების შემდეგ დედამიწა შობს ღვთებრივ ტყუპებს, წყვილ არსებას ნახევრად ადამიანების - ნახევრად გველების სახებით. იმის გამო, რომ მათი კიდურების (ზედა და ქვედა კიდურები) იყო რვა, მათი აღმნიშვნელი გახდა რვა, რომელიც დოგონების ფოლკორში წარმოადგენს სიტყვის სიმბოლოს. ეს ღვთაებები, რომლებსაც ეწოდებათ ნომმო, იყვნენ ამმე-ს/ამმა-ს ერთარსნი, რამეთუ ისინი იყვნენ შექმნილნი მისი თესლისგან, რომელიც ერთდროულად ემსახურება საწყისის, ფორმისა და მატერიის სამყაროს სასიცოცხლო ძალას, მოძრაობის საწყისს და ყოფიერებაში მდგრადობას. ეს ძალაა – წყალი. ნომმო არსებობენ ნებისმიერ წყალში, ისინი თავად წყალია, წყალი ზღვებისა და ხმელეთის, წყალი წყალდიდობებისა და თქეშის, წყალი ყოველი დალეული ყლუპის. ნომმოს გარეშე დედამიწას არ შეეძლებოდა ყოფილიყო შექმნილი, რამეთუ მიწის სასიცოცხლო ძალა – წყალია. ღმერთმა გამოძერწა მიწა წყლის მეშვეობით. მისი მეშვებოთ, ანუ წყლის მეშვებით ის ქმნის სისხლს. თავად ქვაშიც კი არის ეს ძალა, რამეთუ სინოტივე არის ყველგან.
შემდეგ, ნომმოს წყვილი ფიგურირებს მხოლობით რიცხვში, როგორც ჩანს ეს ტყუპები წარმოადგენდნენ თავისთავში რაღაც სრულყოფილებას, იდეალურ ერთობას. “ნომმო-მ დაინახა რა ზეცის სიმაღლიდან თავისი დედა-მიწა შიშველი და უსირცხვილო, რაც იყო, უეჭველად, პირველი ინცესტის საფუძველი – სისხლის აღრევა, მომხდარი მისი ანუ დედამიწის შერწყით ღმერთ ამმო-სთან. გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო ბოლო მოღებოდა ამ არეულობას. ნომმო დაეშვა მიწაზე, თან წამოიღო იმ მცენარეულთაგან ამოღებული ყლორტები, რომლებიც ჯერ კიდევ აქამდე, ანუ შექმნამდე შექმნილნი იყვნენ ზეციურ კიდეზე. მან ამ ყლორტებიდან შეარჩია ათი ძირი, თავისი ათი თითის მსგავსად, დაწნა მათგან ათი ბაწარი და მიაკრა მიწას წინ და უკან და ამის შემდეგ ნიღბების ცერემონიის დროს მამაკაცები ატარებენ ასეთ აქსესუარებს, რომელიც ჩამოკდიებული აქვთ მათ ფეხებამდე მძიმე სპირალისებური ფორმით. როცა ნომმომ დაწნა დედამიწისთვის ბოლოკაბა ამ ყლორტებისგან, წყალმა და მეტყველებამ (რადგანაც წყალი არის სიტყვის სიმბოლო) შეაღწიეს ამ ყლორტებში და მიწამ მის შემდეგ, რაც ბოლოკაბამ დაფარა იგი, შეიძინა სიტყვის უნარი. ეს იყო ძალიან კარგი, მაგრამ დასაწყისში საქმე მაინც არ გამოვიდა ახალი დარღვევის გარეშე. ირუგუ-მ მოინდომა დაუფლებოდა სიტყვას და მან თავისი ხელი დაადო ამ წნულებს, რომელიც დედამიწას წინ და უკან მიაკრა ნომმომ, ამ წნულებში, ანუ დედის ტანსაცმელში იყო ჩაქსოვილი სიტყვა. ეს უკანასნკელი, ანუ დედა-მიწა შეეწინააღმდეგა მას, რამეთუ ეს იყო ისევ სისხლის აღრევის მომასწავებელი საქციელი. ჭიანჭველად გადაქცევით, დედამიწა ჩავიდა ჭიანჭველის ბუდეში, ანუ საკუთარ ჭიპში, მაგრამ ირუგუ დაედევნა მას და თან მის გარდა არც იყო სხვა ქალი მიწაზე. იგი ბოლოს და ბოლოს მას დაეწია და დედა-მიწა იძულებული გახდა დანებებოდა. ეს იყო ყველაზე მძიმე ორთაბრძოლა ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც დამთავრდა მამაკაცის გამარჯვებით და მას შემდეგ ასე მოდის. ამ სისხლის აღრევას მოჰყვა სერიოზული შედეგები: ამან პირველ რიგში ნება მისცა ირუგუს დაუფლებოდა სიტყვას, რამაც საუკუნეების მანძილზე მისცა შესაძლებლობა მომავალი ჯადოქრებისთვის გაემხილა ღმერთის ჩანაფიქრები და სურვილები. ეს მოემსახურა იმ მიზეზსაც, რომ ქალებში გაჩნდა მენსტრუალური სისხლი, რომელმაც შეღება ყლორტები. დედამიწა გახდა ბინძური, ანუ ცოდვილი, რამაც გამოიწვია ის, რომ იგი შეუთავსებელი გახდა ღმერთთან. ამ უკანასკნელმა, ანუ ღმერთმა ზურგი აქცია თავის მეუღლეს და გადაწყვიტა საერთოდ აღარ დაებადა უშუალო კავშირით ცოცხალი არსებები, არამედ ექმნა, ანუ შეექმნა ისინი. საქმეში ისევ ჩაერია ნომმო. როცა ემმამ გამოძერწა ნესტიანი თიხისგან ქალი და კაცი, ნომმომ დახატა ორი სული – ქალის და კაცის, ერთიმეორეზე დადებული, ანუ დახატული. ამმოს მიერ გამოძერწილმა მამაკაცის ფიგურამ აირჩია ორივე სული; იგივე განმეორდა ქალის შემთხვევაშიც, ასე, რომ თითოეულ ახალ არსებაში მოთავსდა ორი საწინააღმდეგო საწყისი – ქალური და მამაკაცური, მაგრამ კაცებში ქალური საწყისი მოთავსდა სხეულის, ანუ სასქესო ორგანოს ბოლოში/კიდეში, ხოლო ქალებში მამაკაცური საწყისი მოთავსდა კლიტორში. საჭირო იყო იმ საშიშროების თავიდან აშორება, რომელიც იმალებოდა ამ არსებათა ასეთ ორთვისობრიობაში, რაც გააკეთა ნამმომ წინდაცვეთის სახით კაცებში და ექსციზიით ქალებში. წინდაცვეთილი სხეულის, ანუ სასქესო ორგანოს კიდე გადაიქცა ნაი-დ, ცხოველად, რომელიც ჰგავდა მატლს, ხოლო ამოჭრილი კლიტორი – მორიელად. ამის შემდეგ კაცმა შეიცნო ქალი და ამის შედეგად დაიბადა ოთხი წყვილი მითოლოგიური პირველი წინაპარი დოგონების ხალხისა. პირველი ოთხი წინაპარი იყო: ამმა სერუ – “ამმას მოწმე” (პირველი ნათესაური ანუ ტომის უხუცესი), ბინუ სერუ – “ ბინუს მოწმე” (პირველი ტოტემური კულტის ქურუმი), ლებე სერუ – “ლებეს მოწმე” (პირველი უმაღლესი ქურუმი და მმართველი – ცეცხლი) და დიონგუ სერუ – “წამლობის მოწმე” (პირველი ექიმბაში).
ასეთია დოგონების “ყოფიერების წიგნის” დასაწყისი, რომელიც გაუმხილა მ. გრიოლს მისმა ბრმა მოსაუბრემ – ოჰოტემმელიმ. საქმე იმაშია, რომ თავად გრიოლმა დოგონების ენა არ იცოდა და ამ მოსაუბრეს ესაუბრებოდა თარჯიმნის სერჯანტი კოჰემის მეშვეობით. ხანდახან გრიოლი გრძნობდა თავის თარგმანებში გარკვეულ შეუთავსებლობას/უზუსტობას. მაგალითად, ის ამბობდა, რომ სიტყვას “სიმბოლო” ოჰოტემმელი იყენებდა როგორც “გამოხატვის” აღმნიშვნელს, რომელიც შედგებოდა რამდენიმე სიტყვისაგან და სიტყვა-სიტყვით აღნიშნავდა “სიტყვა ეს არამიწიერი სამყაროსი”. დაბადების შემდეგ, ღმერთი ამმთან შერწყმით, დედამიწის ბოროტ ირუგუსთან შერწყმით და კეთილისმყოფელ ნომმოსთან, რომელიც ერთარსია ამმთან, და ოთხი წყვილი პირველ წინაპართა ქმნით მოხდა კიდევ ბევრი მოვლენა, რომელთაც ჰქოდნათ ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანის მოდგმისათვის. პირველი წინაპრები იყვნენ ანდროგენები და ფლობდნენ საკუთარი თავის განაყოფიერების უნარს. მათგან დაიბადა პირველი რვა ოჯახი, რომელთა შთამომავლებიც გამრავლდნენ მთელს დედამიწაზე. პირველი წინაპრებისთვის სიკვდილი იყო უცნობი: რამეთუ ისინი იყვნენ ჭიანჭველის მსგავს ბუდეში და იქ მთელი რიგი გარდაქმნების შემდეგ – ეს დაბალი ღვთაებები, რომლებიც თავისთავში მოიცავდნენ პირველყოფილ სტიქიებს, რომლებმაც აირჩიეს თავისთვის სიტყვა და წყალი, ორი უდიდესი საწყისი, რომლებიც ერთად წარმოადგენენ მისტიურ ერთობას – რვა დამბადებელი თავად გარდაიქმნენ ნომმოში და ამაღლდნენ ცაში. მითიურ პირველ წინაპრებს შორის განსაკუთრებული როლი ითამაშა მეშვიდემ, რომელიც თითქმის სრულყოფილი იყო მათ შორის. რიცხვი შვიდი – ეს საერთოდ სიმბოლოა სრულყოფილებისა, რამეთუ ის შედგება, წარმოიქმნება რიცხვი სამისა და რიცხვი ოთხისაგან, რომელიც შეესაბამება, დოგონების სიმბოლოების თანახმად, სექსუალურ ანატომიას კაცისას და ქალისას, და, ასეთი სახით, გამოხატავს კაცისა და ქალის საწყისის სიმბოლოს. მეშვიდე პირველი წინაპარი ჭიანჭველის ბუდეში ყოფნის დროს დაეუფლა ნომმოს მეტყველებას და დაიწყო ადამიანების შთამომავლებისთვის მისი სწავლება, საკუთარი ბაგეთაგან, კბილებსშუა უშვებდა ნოტიო ძაფებს, რომლებიც ერთმანეთში ჯვარედინდებოდნენ და წარმოქმნიდნენ პირველ ნაჭერს, ნაქსოვს, ნართავს. ასეთი გზით ადამიანებმა ისწავლეს ლაპარაკიც და რთვაც, ქსოვილის შექმნა. “რთვა” – ეს საუბარია”. თუ პირველი მოვლენა სამყაროში წავიდა ღვთიური სიტყვით ზევით, რაც ახლა დავინახეთ, მეორე მოვლენა - სიტყვამ შექმნა მეტყველება, რამაც ყველა ადამიანს მისცა საშუალება ზე დამდგარიყვნენ ღმერთის უკანონო შვილის ირუგუს ბოროტ საქმეებსა და ცდუნებეზე. პირველსაწყისად მეტყველება, რომელიც მიიღეს ადამიანებმა, იყო პრიმიტიული და მარტივი; ის შედგებოდა ერთი სიტყვისაგან “სო!”, ანუ “თქვი/ილაპარაკე!”. მაგრამ ეს სიტყვა თავისთავში მოიცავდა დოგონებისა და უცხოქვეყნების ენების ყველა დიალექტის მთელი მომავალი ლექსიკონის განვითარებას. პირველი სიტყვა თავის მრავალრიცხოვან ასპექტებში გარდაიქმნა ყველა უდიდეს ენაში და ერების მრავალენოვნებაში, ეს სიმრავლე სიმბოლიზირდება რიცხვით 12: დოგონთა ექვსი ძირითადი დიალექტი და მეზობელი ხალხის ექვსი ჯგუფი ენებისა – პიელ (ფულბე), ბოზო, მოსი და ბობო (ერთად), ბამბარა, კურუმბა, ტომაშეკ (ტუარეგიული) ერთად ტონგაი-სა და ბელლა-სთან. სიმბოლური რიცხვი 12 საჭიროა გაორმაგდეს, რამეთუ თითოეული მოცემული ენა უნდა გავიგოთ როგორც წყვილი/ტყუპი ენა, ერთმანეთთან ნათესაური კავშირით. ასე ვიღებთ ციფრ 24-ს – სამყაროს ფლობის გასაღებს.
სიტყვა, ადამიანთა მეტყველება დაკავშირებულია ნომმოსთან, საწყისებთან, რომეთაც ის განასახიერებს: წყალთან, ნაყოფიერებასთან, დაბადებასთან და ბუნების აღორძინების მუდმივ ბრუნვასთან. ნომმოს მეუფება/სამყარო – ეს არის წყლის მეუფება/სამყარო, ე.წ. ელემენტისა, რომელიც კეთილგანწყობილია მეტყველების განვითარებასთან. ნომმომ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება ადამიანებისთვის ესწავლებინა მეტყველება, ამით აიღო ის ვალდებულებაც რომ ეს მეტყველება ყოფილიყო ხელმისაწვდომი ადამიანთა აღთქმისა და გამოხატვისათვის. მეტყველებამ, რომელიც თავიდან არსებობდა ცალკეული ელემენტების სახით, შეიძინა ხმა და სხეული/გამოხატულება ასოების სახით. აქ წარმოიქმნება მეტყვლების სიმბოლიზაცია რთვასთან: ბგერების წარმოქმნა და მათი დაწყობა დაკავშირებულ რიგითობასთან, მეტყველების კანონების მიხედვით ხდება - ეს შესანიშნავი, ულამაზესი ხელოვნებაა – “დართვა” სიტყვით. მ. გროილი წუწუნებდა იმაზე, რომ ოჰოტემმელს არ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოხდა ცაში მას შემდეგ, რაც პირველი წინაპრები გადასახლდნენ იქ, ნომმოში გარდასახვისსას. ცნობილია მხოლოდ, რომ ღმერთმა მათ მისცვა კვებისათვის რვა სხვადასხვა ხორბალი, რომელთაგანაც ერთი ხორბლის მარცვალი, რომელსაც ადგილობრივ ენაზე ეწოდება “პო” (ბოტანიკური ნომენკლატურით Dიდიტარია ეხილის), ექვემდებარებოდა დაზიანებას თავისი ძალიან მცირე ზომების გამო და ასევე მისი მოუნელებლობის გამო არ იყო მიმზიდველი საკვებად. ის იყო ასევე არაწმინდა და პირველმა წინაპრებმა დაიფიცეს, რომ არც კი მიეკარებოდნენ მას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველმა წინაპრებმა შეჭანმეს სხვა დანარჩენი, პირველმა და მეორე წინაპრებმა ერთად შეჭამეს “პო”-ც, რითაც დაარღვიეს მეორე აკრძალვაც, რომელიც არ აძლევდა მათ ნებას/უფლებას, ანუ მათ, რომლებიც ცაში ცხოვრობდნენ, ერთმანეთში დაემყარებინათ კავშირი ერთმანეთთან შერწყმის სახით (ანუ სექსუალური კავშირი). “სიმართლე ისაა, რომ ადამიანური საზოგადოება, სადაც ხდება ადამიანთა რიცხობრივი ზრდა ყოველთვის განიციდის აღშფოთების/დაპირისპირებების ფაქტორთა ზეგავლენას და ციურ საზოგადოებაში მოხდებოდა ზუსტად იგივე, ანუ წესრიგის დარღვევა თუ მოხდებოდა მოსახლეობის ზრდა, ერთმანეთთან კავსირის (აქ, სექსუალური კავშირი) დამყარებით”. მიხვდნენ, რომ ისინი გახნდნენ არაწმინდები/ცოდვილები და მათ აწი აღარ ექნებოდათ ღია ღვთიური სამყაროს კარი, ამიტომ წინაპრებმა გადაწყვიტეს ძირს დაშვება, წამოიღეს თან ყველაფერი, რაც დასჭირდებოდათ იმ ადამიანებს, ვისთანაც ისინი დააპირებდნენ დაახლოებას. პირველმა ასეთმა წინაპარმა დაწნა კალათა მრგვალი ძირით და ოთხკუთხედი ტანით. ამ კალათას, რომელიც იყო გაპოხილი “ციური თიხით”, ყოველ მხარეს ჰქონა კიბე ათი საფეხურით, რომელზეც განლაგებული იყო ყველა ნივთი და არსება, რომელიც კი დღეს არის ქვეყანაზე.
|