ზოგ თემაში ამ საკითხზე გაკვრით იყოო საუბარი, თუმცა რეალურად ახსნა ან გამოსავალი არსად დაფიქსირებულა (ან მე ვერ ვიპოვე და მაპატიეთ).
Level of degree & Final mark / GPA
პრინციპში თითქმის ყველას ვისაც უცხოეთში მაგისტრატურის გავლა გსურთ უდნა გქონოდათ/ან გქონდათ ამასთან შეხება. გამოცდილო და წარმატებულო უცხოეთის მაგისტრებო დაგვეხმარეთ

როგორ დავთვალო?
ჩემს ბაკალავრის დიპლომის დანართში ესეთი ვითარებაა
ცხრილის პატარა მაგალითი:
საგანი / საათების რაოდენობა/შეფასება
ზოგადი ფსიქოლოგია/10/5(ფრიადი)
მოგვიანებით, ჩემი სწავლის პერიოდში შეიცვალა ალბათ შეფასების სისტემა და ცხრილი გრძელდება ესე:
განვითარების ფსიქოლოგია / 10 / 95 (ფრიადი)
+ კიდე ჩათვლები
1. ეს ყველაფერი როგორ გავასაშუალოვო (ზოგი 5 ბალიანია, ზოგი 100) ? :O
და
2. რომ გავასაშუალოვო ზოგადად მიღებულ (ნუ რაც მე დავგუგლე) ა, ბ, ც, დ ქულებს როგორ მივუსადაგო?
რეალურად ჩემით დათვლილი GPA ხშირ შემთხვევაში ჩემთვის საკმარისი და მისაღები იქნება უბრალოდ გაურკვეველია როგორ დავთვალო...
მადლობა წინასწარ!