#22074538 · 17 Oct 2010, 00:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LARSIრკინა არაა ალერგიული..ეგ არის ნიკელი და სპილენძი, რასაც უხშირესად იყენებენ შენადნობებში. მეც ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს..არამარტო ქამრის ბალთაზე, არამედ ბიჟუტერიაზეც-ვერ ვატარებ. ამასწინათ სამსახურის იარლიყის მისამაგრებელზეც იგივე დამემართა  ეგ არის მეოთხე ტიპის ჰიპერმგრძნობელობა, ანუ ხალხურ ენაზე-ალერგია. განკურნება არ არსებობს, პროფილაქტიკა უიოლესია-შიშველ კანზე არ უნდა შეგეხოს მეტალი. Natuka NGN | QUOTE | | ჰიდროკორტიზონი უნდა წავუსვა საყურეს... ისე მოვკვდები. |
სწორი მიგნებაა იმ მხრივ, რომ ჰიდროკორტიზონი არის იმუნოსუპრესორი.. მაგრამ საყურის გულისათვის კორტიკოიდების გამოყენება ნამდვილად არ ღირს, როცა უბრალოდ, შეიძლება, რომ აირიდო კონტაქტი. ბიჟუტერიას ისედაც არ ვატარებდი მაინცდამაინც, მაგრამ ქარვის და გიშრის საყურეები მქონდა, უბრალო მეტალის ყუნწებით და ვერცხლისა შევაბი...სხვათა შორის, წყვილი ყუნწი სულ რაღაც 4 ლარი დაჯდა rock in rose| QUOTE | | ანტიალერგიული და ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობას დაგინიშნავს |
ანტიჰისტამინური პრეპარატი ამ შემთხვევაში არაფერს უშველის. ჰისტამინი აქტუალურია მხოლოდ I ტიპის ჰიპერმგრძნობელობის დროს, როცა სენსიტიზებული B ლიმფოციტები გამოყოფენ იმუნოგლობულინ E-ს (ჯერ კდიევ გაურკვეველია, რატომ მაინცდამაინც E-ს და არა სხვას) და ეს ხელს უწყობს ბაზოფილებისა და პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას (ჰისტამინისა და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფას). ნიკელსა და სხვა მეტალებზე ალერგიის პათოგენეზი არის რადიკალურად განსხვავებული და ეყრდნობა T უჯრედულ იმუნურ პასუხს, მაკროფაგების აქტიური მონაწილეობით. საშველი არის მხოლოდ იმუნოსუპრესორი, რაზეც უკვე დავწერე ჩემი მოსაზრება This post has been edited by Solveig on 17 Oct 2010, 00:23
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|