ძალიან შორს ხართ თავისუფლებისგან და საერთოდ არ გესმით ეს ცნება
თქვენ გგონიათ რამით განსხვავდებით ჩრდილოეთ კორეისგან?
თქვენ შინაგანად სოციალიზმის მიმდევრები ხართ და აქ რაღაც კაპიტალისტობანას თამაშობთ
ესეიგი ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ნარკოტიკი და ამას თვითგანვითარება დაარქვას ხოლო ამავე დროს არ აქვს უფლება გავიდეს გარეთ, იგივე თვითგანვითარებისთვის.
რატო წყვიტავს ხელისუფლება რომელი საფრთხე უფრო მნიშვნელოვანია, კოვიდით დაინფიცირება თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფრთხეები, თუნდაც კონკრეტულად ვინმეს ოჯახისთვის.
სახელმწიფო ვალდებულია გააფრთხილოს ყველა, მიიღოს გარკვეული ზომები, თუნდაც აუცილებელი ნივთების მომარაგებით რომ ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნას და ა.შ.
მე კი არ უნდა ამიკრძალოს გარეთ გასვლა იმ მიზეზით რომ ვინმეს რამეს გადავდებ და ზიანს მივაყენებ, ეს იმათ უნდა აუხსნას რომ ვისაც არ უნდა დაინფიცირება უსაფრთხოების ზომები დაიცვას და თუ უნდა სახლიდან არ გამოვიდეს.
სახელმწიფო მაძლევს უფასო განათლებას? სახელმწიფო უზრუნველყოფს ჩემს დასაქმებას? თუ წამალს მყიდულობს უფასოდ?
სახელმწიფო მეუბნება რომ კაპიტალიზმია და ყველამ მიხედეთ საკუთარ თავს, მაგრამ ამავე დროს მზღუდავს და საფრთხეს უქმნის ჩემს ოჯახს.
სახელმწიფოს არავინ ეკითხება რა უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის და მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს მომავალზე და არა სახელმწიფო.
რო იყოს ეს კომუნისტური სახელმწიფო, სოციალისტური მაშინ კი ბატონო, სახელმწიფო უზრუნველჰგყოფს მაგ დროს ყველაფრით და ბევრ რამეს წყვიტავს კიდევაც.
რო კითხოთ დემოკრატია და თავისუფლება უნდათ და ამ დროს სოციალისტურად აზროვნებს ყველა, დიდიან პატარიანად.
ეს პანდემია ერთგვარი ტესტია და გენერალური რეპეტიცია მთელს მსოფლიოში და ემსახურება კაცობრიობის ნელ-ნელა შეჩვევას და შეგუებას იმაზე რომ მსოფლიო აწი სხვანაირი იქნება და ადამიანს ის თავისუფლება რაც ქონდა საუკუნეების მანძილზე, აწი ოფიციალურად შეიზღუდება და ადამიანის თავისუფლებაზე მაღლა სხვა რაღაცეები დადგება და ამას გადაწყვიტავენ ვიღაცა ტიპები და ვინ იქნებიან ეგენი ძნელი მისახვედრი არ იქნება.
ამიტომაც ჩნდება ეჭვი ჩიპებზე და მასიური კონტროლის მექანიზმის შემოღებაზე, ჰაერიდან არავინ არ იგონებს მაგ თემებს, ჩნდება ამის საფრთხეები და იკვეთება კონტურები.
იმას მილიონები აქვს და ერთადერთი საფრთხე კოვიდია მისთვის, აწყობილი აქვს ბიძია ცხოვრება და სიამოვნებით გამოიკეტება კიდეც სახლში გაძეძგილი რესურსებით, სხვისთვის კოვიდი მეათე ხარისხოვანია იმდენად მნიშვნელოვანი საფრთხეები აქვს წინ.
ყველაფერი რო მორჩება ის მილიონერი გამოძვრება ბუდიდან და ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას, ხოლო სხვამ კი შეიძლება შიმშილისგან უმრავი სხვა დაავადება გაიჩალიჩოს და უამრავი სხვა უფრო საშიში პრობლემები შეიქმნას.
მაგიტომაც ატარებენ აქციებს ევროპაშიც და ბევრგან ლოკდაუნების წინააღმდეგ, ესმით მაგ ხალხს თავისუფლების ცნება ძალიან კარგად და ეგენი არიან ზუსტად თავისუფლების მოყვარულები და არა ისინი საკუთარი შიშების გამო ყველას და ყველაფერს ფეხებზე რო იკიდებენ და სულ არ აინტერესებთ კოვიდი მოკლავს თუ ავიტამინოზი, ან სხვა რამე უბედურება.
======
სულ ეს არის რის თქმასაც ვაპირებდი, ხალხმა გირჩის გინება დაიწყო ამ აზრის გავრცელების გამო და მე კი პირით ამის გამო გამიჩნდა სიმპატია

ესე ვფიქრობ მე და ესე მიმაჩნია სწორად, რა არის აქ არასწორი?

=====
ზამთარში, ყინვაში, დაბანილი თავით თუ გახვალ გარეთ სერიოზული საფრთხის წინაშე დგები, პირდაპირ სიცოცხლისთვის საშიში და უამრავი ადამიანი ავადდება კიდეც საშიში დაავადებებით და კვდებიან ასევე.
ეხლა სად არკვიოს პატრულმა ვის ახალი დაბანილი აქვს თავი და ვის არა, ან ვინ უფრო რისკ ჯგუფია და ვინ არა, წინადადებით შემოვდივარ ყინვიან ამინდში ვინც გარეთ იქნება უქუდოთ დაწესდეს სოლიდური ჯარიმები, მერწმუნეთ ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხდება მასე, მითუმეტეს მთელს მსოფლიოში