Zumbizuკარგი, თუ უბრალოდ გინდა რომ ითევზაო აი ასეთი იყიდე...
ჯოხში სადღაც 20 ლარი. მერყეობს 15-50 ლარამდე.
კოჭა (კატუშკა) 15-20 ლარი. არის უფრო იაფიანებიც და ცოტა ძვირიანებიც
100 მეტრიანი ძუა 4 ლარი, ალბად თავიდანვე ლოქოზე არ წახვალ და ამიტომ იყიდე 0,25-იანი, რომ სქელი არ გამოგივიდეს.
ნემსკავი 1.5 ლარი (10-15 ცალი) გააჩნია რა თევზზე აპირებ თევზაობას და მისდამიხედვით უნდა შშეირჩეს ნემსკავის ზომა.
ტივტივა 1-5 ლარამდე გააჩნია როგორს აიღებ (მე გირჩევ პენოპლასტი არ იყიდო) აქაც გააჩნია რაზე თევზაობ და ეგეც მისდამიხედვით შეარჩიე. არის ტივტივის ფორმები რამოდენიმე სახის. მამენტ აიღე ტბისთვის მგრძნობიარე...
გრუზი 0.2 თეთრი ღირს და იყიდე 2-3 ცალი, რომ გეგდოს მაინც

პავადოკისთვის ძუა 30 მეტრიანებიცაა და ფასი მერყეობს 2-3 ლარი. მაგი უნდა იყოს მთავარ ძუაზე წვრილი და აიღე 0,18-იანი...
ტივტივისთვის კარგია ძუაზე დასამაგრებელი რეზინა სახელი ვერ გავიხსენე სიღრმის (გლუბინის) სარეგულირებელია და 1 ლარი ღირს.
სადოკი 5 ლარი. დაჭერილი თევზი სადაც უნდა ჩაყარო.
ესაა ის მინიმუმი რაც გჭირდება კაცს რომ ითევზაო.
ეს ჩმონათვალი არის ის ზბორკა რაც მართლა მინიმუმია, თუ გაქვს საშუალება და ჯიბე გაგიწვდება იყიდე კარგი ანკესი და შესაბამისად კოჭაც + ყველა სხვა აქსესუარიც. არის იაპონური ფირმები (ცემი კუმირია შიმანო) რომელიც გაცილებით ძვირი ღირს და რათქმაუნდა სიამოვნებაც გაცილებით მეტია...
თუ თევზაობა გიზიდავს და შენი ჰობია დაგჭირდება: აქსესუარები ძალიან დიდი რაოდენობიტ (ზოგი ჩაგიწყდება, ზოგს ვიღაცას მისცემ, ხშირად სხვადასხვა ზომის კრუჩოკები ტივტივა, შემდეგ თუ ფსკერულიტაც ითევზავებ, ან ფიდერს აირჩევ ყველას თავის აქსესუარები აქვს და ამის გამო დაგჭირდება მათ დასაბინავებლად მეთევზის ყუთი. + აუცილებელია ”საჩოკი” რო ვინიცობაა დიდი თევზი მოებას მის გარეშე ჩაგიწყდება ძუა... + შეზლონგი ან სკამი რომ ტბის/მდინარის ნაპირთან ფეხზე დგომით არ დაკარგო ხალისი თევზაობის... + პოლარიზებული სათვალე, რომელიც აგაცილებს თავლის ტკივილს და დაღლას. ეს სათვალე იჭერს ანარეკლს. ანუ ტბაზე მზე რომ ურტყამს და შენ ტივტივას უყურებ მაგ სათვალის მეშვეობით მზის სხივების პრობლემას გადაჭრი. + კეპი, კარგია თუ გექნება ფორმაც + ფეხზე ”ვალინკი” , სამხედრო ჩექმა, ხშირად ისეთ ადგილებში გვიწევს თევზაობა სადაც ამის გარეშე შეუძლებელია. + მანქანის მაცივარი, ცივი ლუდი რომ გვერდით გქონდეს

აუ რამდენი ვწერე

თუ გაქვს კიდევ კითხვები გისმენ და მზად ვარ გიპასუხო.
+ კეთილი იყოს შენი ფეხი სათევზაო სფეროში.
უი... რაც მე ჩამოვწერე მაგ ფასები აქვს მეთევზის მაღაზიაში. მაგალუითად 1 არის დინამოზე ელიტ-ელექტრონიქსის გვერდით, 1 გერმანიის საელჩოსთან. 1-იც საელჩოდან დინამოსკენ რომ მიდიხარ კუთხეში, გაგარინის მოედანზე, დიდუბეში... თუ ხარისხიანი საქონელი გინდა მიაკითხე ბეკასს და მაგელანს. ნუ სხვა მაღაზიები ნუ მიწეყენენ მაგრამ მე პირადად მანდ ვყიდულობ და კმაყოფილი ვარ...
თევზაობით კიდევ ახლა მოსწრებაა... სეზონი ფაქტიურად დაიხურა
ფლორა და ფაუნააქ ნახავ თემას თევზაობაზე... გადაიკითხე და დეტალურად შეგექმნება წარმოდგენა ყველაფერზე. დასვი კითხვა და ბიჭები გიპასუხებენ.
http://fisher.ge/ აგერ მეთევზის ფორუმი, აგრეთვე აქვს ოჩოპინტრესაც...
წარმატებები