მალე ტელეკომპანია იმედზე მთავრდება სერიალი - ”ველური კატა” და იწყება ახალი სერიალი - სასტიკი სიყვარული / Amores de Mercado.
მე ვხსნი ამ სერიალის თემას და ვდებ ამ სერიალის პრომოს რომელშიც ასახულია სხვდასხვა მომენტი ამ სერიალიდან, ეს ვიდეო ჩემი ატვირთული არ არის, მაგრამ ვნახე ეგ პრომო და რავი მე მომეწონა.
ჯერ ეს სერიალი არ დაწყებულა, მაგრამ მე მაინც ვდებ ამ სერიალის სერიებს და იმედია დაგაინტერესებთ. ჯერჯერობით 10 სერიაა ატვირთული ქართულ სწრაფ სერვერზე, რომელიც არის რუსულ ენაზე.
გადაიწერეთ ამ სერიალის პრომო:
სერიალის პრომოდა სერიებსაც დავდებ:
სახელწოდება: სასტიკი სიყვარული
ორიგინალური სახელწოდება: Amores de Mercado
სახელწოდების ზუსტი თარგმანი ქართულად: ბაზრის რომანები/სიყვარულები
ქვეყანა: USA/Columbia
კომპანია: RTI Columbia, Telemundo
სერიების რაოდენობა: 123
ჯანრი: მელოდრამა
წელი: 2006
ენა: რუსული
არხიi: KOT
ზომა: 75-95 MB
ხანგრძლივობა: 38-53 წუთი
ფორმატი: AVI
ფილმში მონაწილეობენ: Mauricio Islas (Fernando Leyra/Antonio), Paola Andrea Rey (Lucia Martinez), Michel Brown (Diego "chekaquxili" Valdez), Jorge Cao (Nestor Savater), Vanessa Villela (Raquel Savater/Monica Savater), Juan Pablo Shuk (Manuel Medrano), Salvador del Solar (Eulalio Ocando Savater), Didier Van Der Hove (Roberto Gutierrez), Lully Bossa (Mercedes Martinez), Julio del Mar (Benjamin Salinas), Silvio Angel (Luis Leyra), Silvia de Dios (Fanny), Raul Gutierrez (Padre Pablo), Christian Tapan (Gerardo), Julie Giliberti (Cristina Moreno), Carmen Villalobos (Betty Gutierrez), Diana Neira (Andrea Gutierrez), Natalia Bedoya (Juliet), Leonor Arango (Maria Elvira Sanchez Leyra), Sharmel Altamirano (Martha), Alfredo Ahnert (Irinea), Ramon Cabrer (Julio), Dafne Padilla (Laura Moreno) და სხვები.
სერიალის სიუჟეტი: ახალგაზრდა ქალს, ლუსია მარტინესს ყავს ქმარი ფერნანდო და 10 წლის შვილი ადრიანი. ისინი კარგად ცხოვრობენ, მაგრამ ფერნანდოს უამრავი ვალი დაუგროვდა. მათი შვილი, ადრიანი ფეხბურთზე დადის და მას პირველი თამაში აქვს. ამავე დროს, დიეგო ვალდესი, ცნობილი ფეხბურთელი მატჩს იგებს. მისი საცოლე, რაკელ სავატერი საჯაროდ აცხადებს, რომ ის და დიეგო მალე დაქორწინდებიან, მაგრამ დიეგო წინააღმდეგია. რაკელს ჰყავს ტყუპისცალი და მონიკა და მამა, ნესტორ სავატერი, რომლებიც წინააღმდეგნი არიან რაკელის და დიეგოს ურთიერთობის. ფერნანდო, ლუსია და ადრიანი თამაშზე მიდიან, და გზაზე დიეგოს შეხვდებიან. სწორედ აქ გაიცნობენ ერთმანეთს დიეგო და ლუსია. მაგრამ ეს დღე ჩაუშხამდებათ, რადგან ფერნანდოს მოიტაცებენ და 1000000 $ მოითხოვენ სანაცვლოდ. ლუსია ნესტორის 3 ქალიშვილია, მაგრამ რაკელმა და მონიკამ ამის შესახებ არ იციან. იგი მიდის ნესტორთან და ფულს სთხოვს, მაგრამ ნესტორი ფულს არ აძლევს. დიეგო და რაკელი ავარიაში მოჰყვებიან და რაკელი მოკვდება. დიეგო კი დაინვალიდდება. ამასთან ერთად, მონიკა და ნესტორი მას 5 წლით ციხეში ამოაყოფინებენ თავს.
გადის 5 წელი. ფერნანდო არ დაბრუნებულა. დიეგო კი ციხედან გამოდის კიდევ ერთხელ ხვდება ლუსიას. სწორედ აქ იწყება ეს სიყვარულის ისტორია...
გადაიწერეთ ამ სერიალის სერიები აქედან:
http://www.iberia.myweb.ge/episodes/92-amo...rrssastiki.html
სერიები და პრომო გადაიწერეთ მხოლოდ ოპერა ბრაუზერით
This post has been edited by giorgi_ on 30 Nov 2008, 01:22