"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას კიდეც ერთელ ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართულ პარტიაში" ლიდერის პოზიციას სთავაზობდნენ .
"პრაიმ თაიმის" პრესკლუბში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ბურჯანაძემ ამ შეთავაზებისთვის გაერთიანების ინიციატორებს მადლობა გადაუხადა და უარის მიზეზიც განმარტა.
მისი თქმით, ვერ ხედავდა იმის აუცილებლობას, რომ სხვა პარტიის ლიდერი გამხდარიყო.
"ვერც იმის აუცილებლობას ვხედავდი, რაიმე ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნილიყო, რადგან დარწუნებული ვარ, ძალა, რომელიც შეძლებს არსებული რეჟიმის შეცვლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, წარმომადგენლობითი სახალხო კრებაა", - განაცხადა მან.
პარლამენტის ექსსპიკერმა წარმატება უსურვა ახალ პარტიას და აღნიშნა, რომ თუ ისინი რეალურად იბრძოლებენ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს საერთო საქმეს წაადგება.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...avazobdnen.htmlაბა რას იტყვით?