ეროვნული ფორუმის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდული ფორუმი“ და ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით 9 ოქტომბრიდან პოლიტიკური თამაშების მეორე სეზონი დაიწყო. ახალგაზრდული დებატები ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ყოველ შაბათს 21:00 საათზე გაიმართება და მისი ნახვის შესაძლებლობა ფართო აუდიტორიას ექნება.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გამოიმუშავონ პოლიტიკური დებატების კულტურა, შეძლონ საკუთარი პოზიციების წარმოჩენა და მათი დაცვა, ისწავლონ საჯარო გამოსვლები და მოახერხონ საკუთარი პარტიის იდეოლოგიის სწორად წარმოჩენა.
მნიშვნელოვანია, რომ „პოლიტიკური თამაშებით“ მეორე სეზონზე გაცილებით მეტი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია დაინტერესდა. თუ პირველ სეზონზე პროექტში ათი სუბიექტი იღებდა მონაწილეობას, ამჟამად მათი რაოდენობა 16-მდეა გაზრდილი. მეორე სეზონში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ: „ახალგაზრდული ფორუმი“, „საქართველოს გზის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“, „ახალი მემარჯვენეების“, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, „ქართული დასის“, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციები, „ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო ორგანიზაცია“, „ახალგაზრდა რეფორმატორთა ალიანსი“, „მრავალეროვანი საქართველო - ახალგაზრდული კავშირი“, „ახალგაზრდული ალტერნატივა“ და თსუ თვითმმართველობა. მათ შორის წილისყრით უკვე გამოვლინდა, თუ რომელი ორგანიზაციები შეხვდებიან თამაშებისას ერთმანეთს.
პირველ თამაშს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი დაესწრო...
http://kavkasiatv.ge/ge/main.php?id_news=826