მე დავიწყებ
ბავშვობაში მეგონა რომ დედამიწა იყო ბრტყელი, ნამცხვრის ფორმის და სულ მაინტერესებდა კიდესთან რომ მიხვალ და ქვევით ჩაიხედავ ნეტავ რა მოჩანსო
კიდე მეგონა რომ სისხლი ესხა მუცელში და მიკვირდა რომ დავდივართ რატომ არ ჭყაპუნობსო
ხო, კიდე რაკეტას ვაწყობდი, ატომური ბომბი უნდა ჩაგვეგდო მე და ჩემ ძმას რუსეთში. ოღონდ სერიოზულად
ეხლა ჩემი მოსწავლეების:
II კლასელი
ერთი მეუბნება
-მას, თქვენ სტუდენტიც ხართ?
-კი
-უი, მე კიდე ქალი მეგონეთ
...
-მას, თქვენ მასწავლებლები ღამე სახლში მიდიხართ?