ხულიგნობა ორჯერ
მაია წიკლაური
„ავთანდილ ზუმბაძემ ნიკოლოზ ლუტიძეს ხელი გაარტყა სახეში, რატი მაისურაძემ კი ვასილ გაბუნია ზურგში ხელის დარტყმით წააქცია... ჩხუბისას შეფერხდა მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე", - ეს ის ფაქტებია, რის საფუძველზეც მართლმადიდებლური მოძრაობის წევრებს ავთანდილ ზუმბაძეს და რატი მაისურაძეს ინციდენტიდან 4 თვის შემდეგ ბრალი წაუყენეს.
2010 წლის 4 მაისს „ილიას უნივერსიტეტთან" სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ აქციას ჩხუბი მოყვა. ნიკოლოზ ლუტიძესა და ვასილ გაბუნიას "მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ლუტიძეს ექმიმებმა ტვინის შერყევა და შიდა ქალის ტრავმა დაუდგუინეს. მათ ჩვენებებსა და ვიდეო ჩანაწერებზე დაყრდნობით კი გამოძიებამ ბრალი ზუმბაძეს და მაისურაძეს მხოლოდ სექტემბერში დასდო.
ზუმბაძე და მაისურაძე უკვე იხდიან სასჯელს 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიასთან" ხულიგნობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისთვის. 2010 წლის 12 აგვისტოს ისინი მართლმადიდებლური მოძრაობის 5 წევრთან ერთად გაასამართლეს. მათ განაჩენის მიხედვით 4 წელი და 6 თვე ციხეში უნდა გაატარონ.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ განსასჯელებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მაინც შეუფარდა იმ მოტივით, რომ ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში ისევ ჩაიდენენ დანაშაულს.
იმ შემთხვევაში, თუ ზუმბაძეს და მაისურაძეს ახალი ბრალი დაუმტკიცდებათ, დამატებით კიდევ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ დანაშაული ჩაიდინეს და პასუხი უნდა აგონ! რომ არ დაისაჯონ, უფრო საშიში სიტუაცია შეიქმნება, ისინი გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. მეც როგორც დაზარალებულმა და მოქალაქემ, თავი დაცულად უნდა ვიგრძნო", - განაცხადა ნიკოლოზ ლუტიძემ „ლიბერალთან" ინტერვიუში.
სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები, მღვდლები და დაკავებულთა ახლობლები ესწრებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებას ყველა მათგანი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებს.
ჟურნალ ლიბერალის საიტზე შემთხვევით წავაწყდი ამ სტატიას !
ხულიგნობისათვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა?
როგორ ფიქრობთ ხულიგნობისათვის 10 წლიანი სასჯელი მეტისმეტი ხომ არ არის?
აქვე აღვნიშნავ, რომ არ ვეთანხმები მმკ-ს ახალგაზრდა წევრების მხრიდან გამოხატულ აგრესიას, მაგრამ როდესაც მათი მხრიდან გამოხატულ აგრესიაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს ის თუ რამ გამოიწვია ეს აგრესია ! ილიას უნივერსიტეტთან მათი მისამართით ადგილი ჰქონდა არაერთ პროვოკაციას და ეს აგრესია იყო შედეგი ამ პროვოკაციისა ! თვით დეისაძის ,,ნაშრომის" პრეზენტაცია და შემდეგ მისი გაშუქება ტელევიზიის მეშვეობით ატარებდა პროვოკაციოულ ხასიათს.
გასაგებია რომ მმკ-ს წევრების მხრიდან გამოხატული აგრესია არ იყო მოსაწონი და მეტსაც ვიტყვი დასაგმობი იყო, მაგრამ 10 წლიანი სასჯელი? მეტისმეტი ხომ არ არის? შერჩევითი მართლმსაჯულება სხვა რას შეიძლება ვუწოდოთ, როდესაც ხულიგნობისათვის ადამიანს 10 წელს უსჯიან, ხოლო მკვლელობისათვის 3-4 წლიან სასჯელს აკმარებენ !
ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის უსამართლობასაც !
და იმ ლიბერალუკებს მინდა მივმართო, არ გრცხვენიათ? ახალგაზრდა ადამიანებს 10 წლით ციხეში სიტუმრებთ, ნუთუ არ გიფიქრიათ მათ მომავალზე? 10 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ მათი ცხოვრება ? ადამიანობა დაკარგეთ საერთოდ?
http://www.liberali.ge/node/2953 This post has been edited by abkhazi_83 on 6 Oct 2010, 09:41