SILENSგეთანხმები. საერთოდ სწავლის დონე კარგია, მაგრამ სკოლამ ბავშვი პიროვნებად უნდა ჩამოაყალიბოს. მე პირადად 5 წელი მანდ ვსწავლობდი და ვნახე რაც არის

ბავშვებს უყალიბდებათ ერთმანეთისადმი მტრობა, კლასი არის დაყოფილი, არ არის მეგობრობა ბიჭებს და გოგოებს შორის, ბიჭი თუ გოგოსთან ახლოს მიხვალ შეყვარებულებს დაგიძახებენ და დაგცინებენ. ბავშვები იზრდებიან უზომოდ ამპარტავნები. არ გააჩნიათ პირადი აზრი. მხოლოდ შენობა არ არის ყველაფერი მეგობრებო

დაწყებითი კლასების მასწავლებლების ბრალია ჩემი აზრით ყველაფერი. მასწავლებელმა ბავშვს მეორე ბავშვის სიყვარული უნდა ასწავლოს იქნება ეს გოგო თუ ბიჭი და არ უნდა გამოუტენოს თავი თავისი იდიოტური წარსულით... შეიძლება თქვათ რომ ადამიანობა ბავშვს სახლში უნდა ასწავლონ და არა სკოლაში, მაგრამ დაფიქრდით რამდენ ხანს ატარებს ბავშვი სკოლაში. თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ ცუდად აღზრდილი ბავშვი ვერ აცნობიერებს ცუდს და კარგი ჰგონია.. მასწავლებლების ნაწილს ბავშვები ფეხზე კიდია.. დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა ვაშლი გარედან რომ ძალიან ლამაზი ჩანს გაჭრი და შიგნით სულ დამპალია

არ ვიცი, ადრე შეიძლება ძალან კარგი სკოლა იყო, მაგრამ ახლა რაც დავწერე ის არის სიმართლე. შემომედავებით და იტყვით რა სისულელეაო, მაგრამ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ რამოდენიმე კლასში შეიძლება არ იყოს... ამპარტავნებაც მასწავლებლებიდან მოდის, რადგან გონიათ რომ უნიკალურები არიან, რახან ასეთ სკოლაში ისწავლეს/ასწავლიან. ამავეს სწავლობენ ბავშვები.. არადა ყველამ ვიცით რომ ყველა ადამიანი ერთნაირია, და ვთქვათ ის მასწავლებელი, რომელმაც ასეთი "უნიკალური" სკოლა დაამთავრა არაფრით არის მეტი უბრალო მუშაზე ან ტაქსის მძღოლზე. ამპარტავნება ყველა ცოდვის დასაწყისია, და არ არის კარგი როცა ექვსი წლის ბავშვს ამისთვის გაწირავ

ასეთი მდგომარეობა ალბათ ყველა სკოლაში იქნება ოღონდ ზოგან მეტად ზოგან ნაკლებად.. 23-ე სკოლა არის ადგილი, სადაც ასეთი რამ უხვადაა.. მშობლისთვის მთავარია ბავშვმა კარგი განათლება მიიღოს და ამაში სწორიცაა, მაგრამ სწავლაზე მთავარი ადამიანობაა რომელიც სკოლამაც უნდა გასწავლოს

ამ ყველაფერს დაუმატეთ რაც ზემოთ
SILENS-მა დაწერა
P.S. ამ ნაწერის შემდეგ თქვენთვის მომინდვია სწორი გადაწყვეტილების მიღება
This post has been edited by MilitarySniper on 25 Oct 2010, 00:19
Nice guys finish last, awesome guys finish on her face - charlie sheen.
ქვებს არაფერს ერჩის. თუ რამე თავი მოიმკვდარუნეთ და შავი ხვრელი მარტო დაგსუნავთ, აღარ გშთანთქავთ.© Jules Winnfield